ქუთაისის სპორტის სასხლეში საქართველოს თასის გათამაშება ფარიკაობაში ვაჟთა და ქალთა შორის ჩატარდა
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ეგიდით ქუთაისის სპორტის სასხლეში ჩატარდა საქართველოს თასის გათამაშება ფარიკაობაში ვაჟთა და ქალთა შორის.

ტურნირის ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და იმერეთის ფარიკაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კირკიტაძემ შეიტანა.

შეჯიბრებაში ქუთაისის, თბილისის, აჭარის, აფხაზეთის, რუსთავის, ზესტაფონისა და წყალტუბოს წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ყველაზე წარმატებულად ქუთაისელი მოფარიკავეები გამოვიდნენ. მათ ჯამში 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ქუთათურებს ორი მედალი მარია ზაკარიჩენკომ მოუტანა, რომელმაც რაპიაშიც და დაშნაშიც იფარიკავა და ორივე სახეობაში მეორე ადგილი დაიკავა. მასპინძელთა გუნდი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 15 ფილიალის მოფარიკავეებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ განსაკუთრებით ხმალში და დაშნაში (ქალები, ვაჟები) გამოიჩინეს თავი. რაპირაში კი ყველას თბილისელმა მოფარიკავეებმა აჯობეს და ამ სახეობაში ექვს მედალს დაეუფლნენ.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს ფარიკაობის ფედერაციის მიერ დაწესებული მედლები და თასები გადაეცათ.

8 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოფარიკავეები ისევ შეიკრიბნენ და ამჯერად გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში დაიწყეს ასპარეზობა.

კვარცხლბეკი

ხმალი

ვაჟები: 1. სანდრო ბაზაძე, 2. მიხეილ მარდალეიშვილი, 3. ბექა ბაზაძე, 3. გიორგი გორგიძე (ყველა ქუთაისი).

ქალები: 1. ანა სინატაშვილი, 2. ქრისტინე სანდუხაძე, 3. თეონა ყვავაძე, 3. მარი კენჯია (ყველა ქუთაისი).

რაპირა

ვაჟები: 1. არჩილ უგულავა, 2. ლუკა ღაღანიძე (ორივე_თბილისი), 3. ავთანდილ ჭეიშვილი (ქუთაისი), 3. გიორგი გელაშვილი (თბილისი).

ქალები: 1. თეონა გოგლიძე (თბილისი), 2. მარია ზაკირიჩენკო (ქუთაისი), 3. ლიკა ჭიჭეიშვილი, 3. ანა მელია (თბილისი).

დაშნა

ვაჟები: 1. გიორგი ნაცვლიშვილი, 2. ანზორ ყურაშვილი, 3. დავით არველაძე, (სამივე ქუთაისი) 3. ირაკლი კნიაზეკი (თბილისი).

ქალები: 1. ხატია ლელაძე, 2. მარია ზაკირიჩენკო, 3. ნათია ჩაჩხიანი, 3. მარი ლომიძე (ყველა ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ana
მარია ზაკირიჩენკოს შეეძლო გეამარჯვა მაგრამ წელი ატკივდა
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა