საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 9 ივნისს დამთავრდება წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 9 ივნისს დამთავრდება წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც თავიდან 8 გუნდი ჩაება, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ უსახსრობის გამო შეჯიბრებას "ბათუმი" გამოეთიშა.

ორწრიანი პაექრობების შედეგებით ნახევარფინალში ოთხი გუნდი გავიდა. როგორც შარშან, წლეულსაც ქულათა მაქსიმუმით პირველი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" (16 ქულა). მას ოთხი ქულით ჩამორჩა შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი "თბილისი".

8-8 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილები "ივერიამ" და "ზვიგენებმა" გაინაწილეს.

8 ივნისს "ოლიმპიკში" ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა:

ლიგამუსი-ზვიგენები 1:8 (4:2, 3:1, 3:3, 6:2)

"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (3), ჩიკვაიძე, ხვედელიანი (5), რუსიშვილი (3), გიორგაძე (3), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (2), გაბადაძე, შენგელია, მთავარი მწვრთნელი ისელიძე.

"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე, მოსეშვილი, ჩოდრიშვილი, ბერიშვილი (2), შერვაშიძე, გოგელია, ცაგარელი (3), ბრეგვაძე, დოლიძე, ალხაზოვი, ბაღათურია (2), ქოიავა (1), დაუშვილი, ჩუბინიძე. მთავარი მწვრთნელი მაისურაძე.

წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ჩემპიონმა "ლიგამუსმა" ძალების დაუძაბავად სძლია "ზვიგენებს" (12:7). მეორე წრის შეხვედრა უფრო დაძაბული აღმოჩნდა, მაგრამ ილიაუნელებს წარმატების მიღწევა (14:12) არ გასჭირვებიათ.

8 ივნისს გამართული პაექრობაც "ლიგამუსის" აშკარა უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველსავე წუთზე ნიკოლეიშვილმა დააწინაურა ჩემპიონები. ბაქრაძემ და გიორგაძემ სამამდე გაზარდეს ანგარიში, სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ "ზვიგენები" და ბაღათურიამ პენალტით ერთი გოლი გაქვითა. თურმცა პირველი პერიოდი "ლიგამუსმა" ორი ბურთის უპირატესობით მოიგო.

მეორე რვაწუთიან მონაკვეთშიც მსგავსი სიტუაცია შეიქმნა. აი, მესამეში, ჩემპიონები ოდნავ მოეშვნენ თუ არა, "ზვიგენებმა" პერიოდის ფრედ დამთავრება მოახერხეს.

მატჩის მეოთხე მონაკვეთში ილიაუნელები ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და პაექრობაც 16:8 მოიგეს.

თბილისი-ივერია 11:13 (3:3, 2:3, 2:3, 4:4)

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (3), კოტარია, ბაბუნაშვილი (1), ლაითაძე (4), ყავლაშვილი (1), ქავთარაძე, ტუკვაძე (2), რაფავა, ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი, ალიბეგაშვილი, ლომიძე, კინწურაშვილი. მთავარი მწვრთნელი ბაქრაძე.

"ივერია": შუბლაძე, ჩიქვინიძე (2), ქარჩილაძე, ჯახაია (2), ცანკაშვილი (2), რცხილაძე, ქართველიშვილი (4), გელაშვილი (1), ურუშაძე (1), სულაძე, კახეთელიძე (1), კაკულია, კაპანაძე, მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

წელს "თბილისი" და ივერია" ეროვნულ ჩემპიონატში მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წინა ორი შეხვედრიდან მეტოქეებმა თითო მოიგეს (თბილისი-ივერია 6:7, 11:7). შარშანდელი მათი ნახევარფინალური პაექრობა აწ უკვე ყოფილი ვიცე-ჩემპიონების - თბილისელების გამარჯვებით დამთავრდა.

ეს არც იყო გასაკვირი, რადგან "თბილისის" შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების რამდენიმე წყალბურთელი გამოდის. "ივერია" კი უმთავრესად საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წევრებითაა დაკომპლექტებული.

8 ივნისის გამართული ორთაბრძოლა ივერიელთა იერიშებით დაიწყო და ჯახაიამ თავისი გუნდი დააწინაურა, რასაც ქართველიშვილის ორი გოლი მოჰყვა. ცივმა შხაპმა მალე გამოაფხიზლა "თბილისი", რომელმაც პირველი რვაწუთიანი მონაკვეთის ბოლომდე წონასწორობა აღადგინა - 3:3.

დანარჩენი სამი პერიოდიც ასე დაძაბულად წარიმართა. "ივერია" 2-3 ბურთით თუ დაწინაურდებოდა, მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფი "თბილისი" ანგარიშში სხვაობის მხოლოდ მინიმუმამდე შემცირებას ახერხებდა.

საბოლოოდ გაიმარჯვეს ახალგაზრდა წყალბურთელებმა და დღეს ფინალში (12.30 სთ) ლიგამუსელებს შეხვდებიან. 11.00 საათზე ბრინჯაოს მედლებისთვის "თბილისი" და "ზვიგენები" იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა