იმ საღამოს დორტმუნდის "ბორუსიას" 21 წლის იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა სიკვდილამდე ვერ დაივიწყებს...
იმ საღამოს დორტმუნდის "ბორუსიას" 21 წლის იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა სიკვდილამდე ვერ დაივიწყებს. ალბათ მიხვდით: საუბარია გასული კვირის ბოლო საღამოზე, როცა მისმა გუნდმა "რურის დიდ დერბიში" "შალკე" მისსავე სტადიონზე 3:1 დაამარცხა - კაგავამ, რომელსაც თავის დროზე (როცა "ბორუსიაში" გადავიდა) "იაპონელი ყენია" ვუწოდეთ, BVB-სთვის სეზონის უპრინციპულეს მატჩში დუბლი შეასრულა. როცა დორტმუნდში დაბრუნებული "ბორუსიას" ავტობუსი ბაზასთან გაჩერდა, პირველი სწორედ კაგავა ჩამოვიდა, რადგან ის გმირი იყო და "ბორუსიას" კი ასეთი წესი აქვს, ავტობუსიდან პირველად გმირი ჩამოდის ხოლმე. "დორტმუნდს" ბაზასთან ათასობით ფანი დახვდა - ქომაგებმა იაპონელი ნახევარმცველი ხელში აიტაცეს, მხრებიტ ატარეს და მის გვარს სკანდირებდნენ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ შინჯი კაგავა "ბორუსიას" ფანებისთვის უკვე უკვდავი გმირია. ახალგაზრდა იაპონელზე რა უნდა ვთქვათ, როცა თვით გამოცდილი მეკარე რომან ვაიდენფელერიც გაოგნებული იყო, ამდენი წელია "ბორუსიაში" ვთამაშობ და ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავსო - ასეა, დერბიში გამარჯვებას, თანაც ასეთი თამაშითა და ანგარიშით, ათმაგი ფასი აქვს.

"ვფიქრობ, შინჯი უბედნიერესი ადამიანია და რაც მთავარია, ფანებთან შეხვედრის მერე უკვე ასი პროცენტით ზუსტად იცის, რას ნიშნავს ჩვენთვის "შალკესთან" მოგება," - ეს BVB-ს თავკაც იურგენ კლოპის სიტყვებია.

მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება ის, რომ "ბორუსიამ" კაგავა ზაფხულში სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინა (იაპონური "ოსაკადან"). სადღეისოდ კი, ტრანსფერიდან ორი თვის შემდეგ, ახალგაზრდა გამთამაშებლის ფასი მინიმუმ 2.5 მილიონია. მაგრამ თუ მის პირად სტატისტიკას გადავხედავთ, 2.5 მილიონიც იაფად მოგვეჩვენება: ბუნდესლიგის ოთხ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ მატჩში ერთი, საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ორი. დორტმუნდელები კი ძალიან ამაყობენ იმით, რომ 300 000 ევროდ ნაყიდმა იაპონელმა ფაქტობრივად მარტომ დაამარცხა "შალკე", სადაც ათეულობით მილიონებად შეფასებული თავდამსხმელები, კლაას იან ჰუნტელაარი და რაული თამაშობენ. შესაბამისად ცხადია, რომ გერმანიაში არ არსებობს კლუბი, რომელსაც "დორტმუნდის" კაგავას გამო არ შურს.

კლოპისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იაპონელი ძალიან მუშა ფეხბურთელია, თავში არაფერი აუვარდა და ისევ იმას გაიძახის, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გავაგრძელოო. "ორი აზრი არ არსებობს, კაგავას შემთხვევაში ზუსტად ათიანში მოვარტყით. შინჯი ნამდვილი პროფესიონალია. მჯერა, მასთან ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ," - ეს "დორტმუნდის" ბოსის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

ფაქტი ერთია: დორტმუნდელი ფანობისთვის კაგავა უკვე საკულტო ფიგურაა...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა