ევრო 2012-ის სადებიუტო მატჩში იტალიელები ანტონიო დი ნატალემ დააწინაურა, თუმცა სესკ ფაბრეგასს გასათანაბრებლად სამი წუთი ეყო
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა იტალიის ნაკრებთან გამართა და ფრეს 1:1 დასჯერდა.

გდასნკში გამართულ, C ჯგუფის ორი ფავორიტის დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა საგოლე მომენტები უფრო მეტად ჩეზარე პრანდელის შეგირდებს ჰქონდათ - რამდენჯერმე მოუხდა ოსტატობის გამოვლენა ესპანელთა კარის დარაჯს იკერ კასილიასს.

თამაშში ანგარიში მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულმა ანტონიო დი ნატალემ გახსნა. პირლოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ის მეკარესთან პირისპირ დარჩა და 60-ე წუთზე თავისიანები დააწინაურა.

ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებს გასათანაბრებლად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ, რასაც სესკ ფაბრეგასს უნდა უმადლოდნენ. ესპანელმა ნახევარმცველმა დავიდ სილვას ბრწყინვალე პასის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს გოლის გატანის არაერთი კარგი შანსი ჰქონდა ფერნანდო ტორესს, რომელმაც ჯერ ბუფონთან პირისპირ გასულმა ამ უკანასკნელს ჩააბარა ბურთი, მეორედ კი "სკუადრა აძურას" კარის დარაჯისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, თუმცა დარტყმა ზედმეტად ძლიერი გამოუვიდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ირლანდიისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

torresss
"ფრეთი" არა, ფრით არის სწორი
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა