გთავაზობთ გერმანიიდან მიღებული ცნობების აკიდოს

ზიანის ზიანი

"ვოლფსბურგის" გარემარბ ქარიმ ზიანის გუნდის ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: ალჟირელ ნახევარმცველს სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაგუნდელებს მინიმუმ სამი თვის მანძილზე ვეღარ დაეხმარება. ეს ინფორმაცია გუშინ "ვოლფსბურგის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ზიანის ოპერაციას ამ დღეებში გაუკეთებენ.

აოგოს პაუზა გაუგრძელდა

"ჰამბურგის" მწვრთნელი არმინ ფეე, გუნდის ხელმძღვანელები და ფანები იმედოვნებდნენ, რომ მარცხენა მცველი დენის აოგო ოქტომბრისთვის გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ახალი დიაგნოზით, ახალგაზრდა უკანახაზელს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო, მაგრამ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდნენ, კიდევ რამდენიმე კვირა დაისვენებს. 23 წლის აოგო მუნდიალიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ ერთი კვირის წინ ვარჯიში დაიწყო და წესით, მალე ჩრდილოგერმანული კლუბის განაცხადიც უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა.

მაგათი ხუმრობს

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის პირველ ოთხ ტურში ოთხივე თამაში წააგო და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშიც მარცხი განიცადა, უმძიმესი წნეხის ქვეშ მოქცეული "შალკეს" მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს და გუშინ განაცხადა, საქმე იქამდე მიგვივიდა, რომ კრისტოფ მეტცელდერი ჩვენთვის ახლა იმედისმომცემი ფეხბურთელიაო. სხვა საქმეა, რამდენად გაეცინებოდა ამაზე თვითონ მეტცელდერს, ფაქტი კი ისაა, რომ გუშინ ამ განცხადებაზე მთელმა საფეხბურთო გერმანიამ იხალისა.

ბრუნდები, სიმონ?

დღეს "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ფრანკფურტის "აინტრახტს" მასპინძლობს და დიდი შანსია, რომ საყრდენმა ნახევარმცველმა სიმონ როლფესმა "ფარმაცევტების" შემადგენლობაში რვათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშოს. მან ბოლო ოფიციალური თამაში 24 იანვარს ჩაატარა (ჰოფენჰაიმთან), სადაც მძიმე ტრავმა მიიღო და სწორედ ამის გამო ვერ იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამაგიეროდ, "ლევერკუზენს" მიხაელ ბალაკისა და შტეფან კისლინგის სახით ორი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა