"ოლიმპიკის" აუზში საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში "ლიგამუსმა" "ივერია" დაამარცხა
გასულ უქმეებზე საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

შარშან მსგავსი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ოქროს მედლებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა" "თბილისი" დაამარცხა, წლეულს კი შარშანდელი ვერცხლისპრიზიორი უმედლოდ დარჩა.

ნახევარფინალში "ივერიასთან" წაგების შემდეგ მე-3 ადგილისთვის ვეტერანი წყალბურთელებით დაკომპლექტებულ "ზვიგენებს" შეხვდა.

"ზვიგენები" - "თბილისი" 18:9 (6:1, 4:3, 3:2, 5:3)

"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე (2), მოსეშვილი, ჩოდრიშვილი (2), ცაგარელი (2), შერვაშიძე (1), გოგელია (2), ბაღათურია (4), ბრეგვაძე (1), დოლიძე, ალხაზოვი, მოსაშვილი, ქოიავა (4), ჩუბინიძე. მთავარი მწვრთნელი მაისურაძე.

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (1), კოტარია, ბაბუნაშვილი (1), ლაითაძე, ყავლაშვილი (2), ქავთარაძე, ტუკვაძე, რაფავა, ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი (1), ალიბეგაშვილი (2), ლომიძე (2), მანძულაშვილი, კინწურაშვილი. მთავარი მწვრთნელი ბაქრაძე.

ბრინჯაოსთვის საპაექროდ "თბილისს" სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თუმცა ეს სრულებითაც ვერ აკნინებს "ზვიგენების" დამსახურებულ გამარჯვებას. ვეტერანმა წყალბურთელებმა, რომლებსაც დიდი სპორტისთვის თავი ჰქონდათ დანებებული და, ფაქტობრივად, შარშან დაუბრუნდნენ სარბიელს, 2011 წლის ეროვნულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს, ამჯერად კი გათამაშების ცხრილში ერთი საფეხურით აინაცვლეს.

მართალია, მატჩის მე-3 წუთზე თბილისელმა ყავლაშვილმა გახსნა ანგარიში, მაგრამ პირველი პერიოდის ბოლომდე "ზვიგენებმა" ექვსი უპასუხო გოლი გაიტანეს და 6:1 დაწინაურდნენ.

მეორე-მესამე რვაწუთიანი მონაკვეთები შედარებით დაძაბულ პაექრობაში მიილია, თუმცა "თბილისმა" ორთაბრძოლაში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო. საბოლოოდ 18:9 გაიმარჯვეს ვეტერანმა წყალბურთელებმა და მესამე ადგილი დაიკავეს.

"ლიგამუსი" - "ივერია" 12:6 (4:1, 2:2, 3:2, 3:1)

"ლიგამუსი": ჩუბინიძე, თუხარელი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (1), ჩიკვაიძე, ხვედელიანი (1), რუსიშვილი (1), გიორგაძე, გეგელაშვილი (5), ნიკოლეიშვილი (4), გაბადაძე, შენგელია. მთავარი მწვრთნელი ისელიძე.

"ივერია": შუბლაძე, ჩიკვაიძე (1), ბულაძე, ჯახაია, ცანკაშვილი, სხილაძე (1), ქართველიშვილი (2), გელაშვილი (1), ურუშაძე (1), სულაძე, კაკულია, კახეთელიძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

ილიაუნელთა "ლიგამუსი" (კლუბის პრეზიდენტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო რატიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიგი ლილუაშვილი) ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან ერთადერთია, რომელმაც საქართველოს პირველობის ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა. არც არის გასაკვირი, რადგან მის ღირსებას ქვეყნის უძლიერესი წყალბურთელები იცავენ.

წლეულს პლეი ოფებამდე მათ ათივე შეხვედრა მოიგეს, ნახევარფინალში კი "ზვიგენებს" სძლიეს. ფინალშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. "ლიგამუსმა" მატჩის დასაწყისშივე აგრძნობინა მეტოქეს, რომ ტიტულის დათმობას არ აპირებდა - სულ რაღაც ოთხ წუთში გეგელაშვილმა (2) და ნიკოლეიშვილმა ზედიზედ სამი ბურთი გაუტანეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ "ივერიას".

რევაზ ჩომახიძის შეგირდები მრისხანე მოწინააღმდეგეს სათანადოდ მხოლოდ მეორე პერიოდში გაუმკლავდნენ, თუმცა მთლიანობაში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. ასე რომ, ალალია მათზე ვერცხლის მედლები. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი ისევ ილიაუნელები ავიდნენ.

- მოხარული ვარ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემპიონობა მესამედ მოვიპოვეთ, - გვითხრა სერგო რატიანმა. - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩემპიონატი უფრო დაძაბული და საინტერესო გახდა, რადგან შეჯიბრების მონაწილეებმა საგრძნობლად აიმაღლეს ოსტატობა. აშკარად იგრძნობა ფედერაციის ხელი. "ლიგამუსი" საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდია და მის ავ-კარგზე ბევრად არის დამოკიდებული ეროვნული გუნდის მომავალი.

ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ კლუბი გავაძლიეროთ, ნებისმიერ ტურნირში წარმატებით ვითამაშოთ და საერთაშორისო სარბიელზე ქართული წყალბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.

ვლადიმერ ისელიძე: "ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ტიტულის შესანარჩუნებლად.

მართალია, ჩემპიონატი ქულის დაუკარგავად მოვიგეთ, მაგრამ მეტოქეებისგან უფრო მეტი წინააღმდეგობა ვიგრძენით, ვიდრე შარშან. ეს კი ქართული წყალბურთის წინსვლაზე მიგვანიშნებს, თუმცა იდეალურისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

რაც მთავარია, ენთუზიასტ ვეტერანთა მაგალითზე კარგი თაობა გვეზრდება. უფრო სწრაფი წინსვლისთვის პროფესიული კლუბების ჩამოყალიბებაა აუცილებელი, რომ მოთამაშეებს მეტი ფინანსური დაინტერესება ჰქონდეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია უცხოურ ტურნირებში მონაწილეობა, რომლებშიც ჩვენი ბიჭები ოსტატობას აიმაღლებენ და უწინდელ ტრადიციებსაც დავიბრუნებთ".

ალექსანდრე ბითაძე, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "ლიგამუსელებს ვულოცავ მესამედ ჩემპიონობის მოპოვებას. დაძაბულ პაექრობებში დაამტკიცეს უძლიერესის სახელი. საგულისხმოა ისიც, რომ წლევანდელ პირველობაზე გამოკვეთილი აუტსაიდერი არ გვყოლია.

გულდასაწყვეტი იყო, რომ შეჯიბრებას უსახსრობის გამო "ბათუმი" გამოეთიშა. იმედია, გაისად შეძლებენ ისინი ფინანსურად გაძლიერებას. საერთოდაც, მომავალი წლის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება და უფრო საინტერესო პაექრობები იქნება".

ივნისის ბოლოს "ოლიმპიკის" საცურაო აუზი "თბილისის თასს" უმასპინძლებს. მთავარი პრიზისთვის საქართველოს ორი გუნდი, პოლონელები და ბელარუსები იასპარეზებენ.

ამ შეჯიბრების შემდეგ ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა შეარჩევს ნაკრების კანდიდატებს და დაიწყება მზადება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, თუ სად, მოგვიანებით გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა