"სამწუხაროდ, ახლანდელი ბიუჯეტი ვერ იძლეოდა საშუალებას, ჩემს მიერ შერჩეული ქართველი მოთამაშეები რომ ჩაგვეყვანა"
ზაქათალას "სიმურგის" მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩიხრაძეს სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება და ერთ-ერთ სოლიდურ კლუბში მუშაობა შესთავაზეს.

ინფორმაცია 44 წლის სპეციალისტმა თავად დაგვიდასტურა, მაგრამ კლუბი არ დაუკონკრეტებია.

"ცხადია, დაბრუნება მინდოდა. საკუთარ ქვეყანაში მუშაობა ყველას ურჩევნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც აზერბაიჯანში დავრჩი.

იქ ორი ვარიანტი მქონდა - შემეძლო, კვლავ ცხადაძესთან ერთად "ინტერში" მემუშავა. გუნდმა ძლიერი ფეხბურთელები დაიმატა - ადამია და მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი გეორგიევსკი. თანხმობა კიდევ რამდენიმესგან მიიღეს. ამ შემადგენლობით კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ევროპის ლიგაზე კარგად გამოსვლა რეალურია. მოკლედ, პერსპექტივები იყო.

ამავე დროს, ზაქათალაშიც "სიმურგის" გაძლიერება სურთ და საამისოდ არაფერს იშურებენ. ფაქტობრივად, ახალი გუნდია ჩამოსაყალიბებელი.

თუმცა პირველივე წელს ასეთი გუნდით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ხელს ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტიც გვიშლის. ადგილობრივებში კვალიფიციური მოთამაშეების აშკარა დეფიციტია, არადა, ვალდებულნი ვართ, 4 აზერბაიჯანელი ვათამაშოთ, რომელთაგანაც ერთი 21-წლამდელი უნდა იყოს. საუკეთესო აზერბაიჯანელი ახალგაზრდები კი ზედა ექვსეულის გუნდებში თამაშობენ.

ამიტომ გაძლიერება ლეგიონერებით გვსურს. სამწუხაროდ, ახლანდელი ბიუჯეტი ვერ იძლეოდა საშუალებას, ჩემს მიერ შერჩეული ქართველი მოთამაშეები რომ ჩაგვეყვანა. მათ ან კონტრაქტები ჰქონდათ, ან ჩვენ ვერ ვწვდებოდით.

ახლა აქცენტი ნაკრების ფეხბურთელებზე კეთდება, რადგან ასეთებზე კლუბი ლეგიონერებზე დაწესებულ 20-ათასევროიან გადასახადს არ იხდის.

ამ მიზნით ახლახან ტალინში ვიყავი, ესტონეთისა და ლატვიის ნაკრებების რამდენიმე მოთამაშე შემომთავაზეს და "ბალტიის თასზე" მათ ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, რომ წელს "სიმურგი" გაძლიერდება", - გვითხრა ჩიხრაძემ.

ჩიხრაძე ბალტიელებს იწვევს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაურ სვანაძე ბაქოს "ინტერში" კახა ცხადაძეს დაეხმარება!

გიორგი ჩიხრაძე: მწვრთნელმა უნდა გარისკოს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა