ბავშვთა არაოფიციალური ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საფრანგეთის "ლილი" გახდა, სადაც ნიკა ქუთათელაძე თამაშობს
დასრულდა ევროპის პრესტიჟული საბავშვო საკლუბო ფესტივალი, იგივე ბავშვთა არაოფიციალური ჩემპიონთა ლიგა.

ტურნირი მასტერსის საჩოგბურთო სერიასავით რამდენიმე ეტაპად ტარდება. განსხვავება ისაა, რომ საფეხბურთო ფესტივალზე ბევრად მეტი, 40 ტურნირი ტარდება, საუკეთესო კლუბებს კი დაგროვებული ქულებით ავლენენ.

ფინალური ეტაპი საფრანგეთის ქალაქ რუბეში ჩატარდა და 13-წლამდელებში ევროპის საუკეთესო საბავშვო კლუბი გამოვლინდა.

გამარჯვებული საფრანგეთის "ლილი" გახდა, სადაც ქართველი თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე თამაშობს.

"ლილმა" ჯგუფურ ეტაპზე "კორტრაიკთან" 0:0 ითამაშა, "გრევენმახერს" 2:0 მოუგო, "მუსკრონთან" 0:1 წააგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. იქ კი ყველა მეტოქე დაამარცხა - "იანგ ბოიზი" 2:0, "ფეიენოორდი" 6:1 და "ლაციო" 1:0. 1/4-ფინალში "მონაკოს" 1:0 მოუგო, 1/2-ში "ლე ჰავრი" პენალტების სერიაში დაამარცხა, ფინალში კი "ვალენსიას" 1:0 აჯობა.

ქუთათელაძემ სამივე ტურნირზე 14 გოლი გაიტანა (საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე მაჩვენებელი) და საგანგებო პრიზიც დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა