საფეხბურთო იტალია "სკუადრა აძურასგან" ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან ასეთ თამაშს არ ელოდა
საფეხბურთო იტალია "სკუადრა აძურასგან" ასეთ თამაშს არ ელოდა. კვირას ჩეზარე პრანდელის სკანდალებით დატანჯულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ ესპანეთთან ფრე (1:1) ითამაშა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შესაბამისად, საფეხბურთო იტალიამაც შვებით ამოისუნთქა - გუნდი გუნდს ჰგავს.

მანიპულირებული მატჩების სკანდალმა "აძურას" კიდევ ერთხელ დაასვა დაღი და თანაც, რუსეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩში განადგურებისა (0:3) და ანდრეა ბარცალის დაშავების შემდეგ, რის გამოც პრანდელი იძულებული გახდა, ტაქტიკა სამ მცველზე გადაეწყო და დაცვის ცენტრში ნახევარმცველი დანიელე დე როსი გაემწესებინა, იტალიელებს თავიანთი ნაკრების აღარ სჯეროდათ.

მაგრამ "აძურამ" ესპანეთთან საკმაოდ კარგად ითამაშა და ქულასთან ერთად, აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

"ბრავო! ჩვენ, იტალიელებს ყოველთვის შეგვიძლია ურთულეს მდგომარეობაშიც კი მაქსიმუმის მიღწევა", - განაცხადა სრულიად იტალიის თავკაცმა ჯორჯო ნაპოლიტანომ მატჩის შემდეგ.

პრანდელის გუნდი ესპანეთთან თამამად უტევდა, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, დაცვაში ორგანიზებულად ითამაშა და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან საპატიო 1:1-ს მიაღწია.

"მე სწორედ ასეთ გუნდზე ვოცნებობდი", - თქვა "აძურას" კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა თამაშის შემდეგ. "სწორედ ეს არის იტალიის ნაკრები!" - დასძინა პრანდელიმ.

"სკუადრა აძურა" იტალიურმა პრესამაც შეაქო. "სი, იტალია - კარგი ხარ!" - წერდა "კორიერე დელო სპორტი". "ბელა იტალია. სწორედ ასე უნდა ითამაშოთ!" - ეს კი "გაძეტა დელო სპორტის" ჰედლაინია.

პრობლემა მხოლოდ ბალოტელია

საფეხბურთო იტალია უკმაყოფილო მხოლოდ მარიო ბალოტელის თამაშით დარჩა. პრობლემატურმა მარიომ ჯერ ყვითელი ბარათი აიკიდა და გაძევებასთან ახლოს იყო, მერე კი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი აბსოლუტურად უაზროდ გააფუჭა.

"ბალოტელი კარგი იყო მანამ, სანამ ჩაეძინებოდა", - ეს დანიელე დე როსის კომენტარია. "არ ვიცი, რა დაემართა იმ მომენტში ბალოტელის", - გაოცებული იყო პრანდელი.

მან გაცუდებული მომენტის შემდეგ მარიო მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ანტონიო დი ნატალე ჩართო, რომელმაც ოთხ წუთში ანგარიში გახსნა და დაამტკიცა, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაშს ბალოტელიზე გაცილებით მეტად იმსახურებს.

თუმცა იტალიელებს ბალოტელისთვის არ სცხელათ. "ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ იტალიის ნაკრების ჩამოწერა ყოველთვის დიდი შეცდომაა", - ეს ბუფონის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-იტალია 1:1- იტალიამ ქულა და სიმპათიები დაიმსახურა [+VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა