ევრო 2012. A ჯგუფი. II ტურის წინ

საბერძნეთის და ჩეხეთის ნაკრებებმა პირველ ტურში რადიკალურად განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვეს - ბერძნებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს, როდესაც კაცნაკლულებმა გაუთანაბრეს ანგარიში პოლონელებს და თერთმეტმეტრიანი რომ ზუსტად შეესრულებინათ, სულაც სამ ქულას მოიპოვებდნენ.

აი, ჩეხებმა კი პირიქით, რუსებთან თავი შეირცხვინეს და ჯგუფის აუტსაიდერის სტატუსიც დამსახურებულად მიიღეს. შესაბამისად, 12 ივნისს გასამართ შეხვედრაში ბერძენთა შანსები უფრო ძვირად ფასობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანაკლისი სწორედ ელადებს აქვთ და არა ჩეხებს - თამაშს დისკვალიფიცირებული სოკრატის პაპასტატოპულოსი და ტრავმირებული ავრაამ პაპადოპულოსი გამოტოვებენ.

სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება დიმიტრის სალპინგიდისი, რომელიც პირველ შეხვედრაში საუკეთესო კუთხით წარმოჩინდა - სწორედ მან შეიტანა გარდატეხა თამაშში, პოლონელებს გამათანაბრებელი გაუტანა და შემდეგ თერთმეტმეტრიანიც აიკიდა.

ჟურნალისტთა ვარაუდით, სალპინგიდისი გეორგიოს სამარასთან ერთად გამოკვეთილი ფორვარდის უკან გაირჯება, ის ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი თეოფილას გეკასი იქნება.

ბერძნები დაცვაში მწყობრი თამაშით არიან ცნობილნი, მაგრამ წინა შეხვედრაში დამტკიცდა, რომ მათ შეტევაც კარგად ეხერხებათ - როდესაც ფერნანდუ სანტუშის შეგირდებს გოლის გატანა დასჭირდათ, მეტოქის ნახევარზეც გადავიდნენ, ინიციატივაც იგდეს ხელთ და მიზანსაც მიაღწიეს.

წესით, ჩეხების წინააღმდეგ ბერძნებმა უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ, ვიდრე სხვა მატჩებში და მათი მწვრთნელის კომენტარიც ამის ნათელი დადასტურებაა. თუმცა კომენტარებს ქვემოთ გაგაცნობთ, იქამდე კი ჩეხებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში ჩეხებმა უსუსური შთაბეჭდილება დატოვეს, მიხალ ბილეკი შემადგენლობის გადახალისებას არ აპირებს... პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩეხებს უკეთესი ფეხბურთელები, უბრალოდ, არ ჰყავთ და ვინც სახეზეა, ისევ იმათ უნდა მოახდინონ რეაბილიტაცია; თუმცა, უნდათ ერთია და რეალობა მეორე - საფეხბურთო ექსპერტთა აბსოლუტური უმეტესობა ჩეხთა ამბიციებს სკეპტიკურად უყურებს და ბილეკის გუნდიც განწირულად მიაჩნიათ...

ამბიციები კი ჩეხებს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ და ამას კომენტარებიდანაც შეიტყობთ.

აქვე ვთქვათ, რომ საბერძნეთის და ჩეხეთის (ჩეხოსლოვაკიის) ნაკრებები ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით, აქამდე რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - აქედან ხუთი მატჩი ჩეხების გამარჯვებით დასრულდა, ორი ფრედ, ერთი კი ბერძნებმა მოიგეს.

მოკლედ, ისტორია ჩეხთა სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ახლა ფავორიტად საბერძნეთის უმთავრესი გუნდია მიჩნეული.

კომენტარები

პეტრ ჩეხი (ჩეხეთის ნაკრების მეკარე):

"პირველ შეხვედრაში მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ამის გამო ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ. ბევრჯერ ყოფილა, როდესაც გუნდს სასტარტო პაექრობა წაუგია და შემდეგ ჯგუფიდან გასულა. მახსენდება უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ესპანელებმა მარცხით დაიწყეს და ჩემპიონობით დაასრულეს. ვფიქრობ, ჩვენც გვაქვს შანსი, გამოვასწოროთ მდგომარეობა, ჯგუფიდან გავიდეთ და მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. შესაძლოა, ბევრს ეს უტოპიად ეჩვენება, მაგრამ პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

მიხალ ბილეკი (ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი): "რუსებთან თამაში დეტალურად გავარჩიეთ და არსებულ ხარვეზებზეც ბევრი ვიმუშავეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბერძნებს სულ სხვა ჩეხეთის ნაკრები დაუპირისპირდება: სწორად მოთამაშე და შედეგზე ორიენტირებული. შევცვლი თუ არა შემადგენლობას? - ამ ფეხბურთელების რომ არ მჯეროდეს, მაშინ არც ევროპის ჩემპიონატზე წამოვიყვანდი; ერთი თამაშით ნურავის განვსჯით. მთავარი ბრძოლები წინ გველის და იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩემი შეგირდი საუკეთესო კუთხით წარმოჩინდება".

ფერნანდუ სანტუში (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი): "მუდმივად იმას ვიმეორებ, რომ საბერძნეთის ნაკრები დაცვაზე ორიენტირებული გუნდი არაა და იმედი მაქვს, პოლონეთთან თამაშის შემდეგ ამაში ყველა დარწმუნდა. ჩეხებთან კიდევ უფრო შევუტევთ და ვეცდებით, თამაში ჩვენი კარნახით წავიყვანოთ. გამარჯვება გვჭირდება და იმედი მაქვს, სამი ქულა სწორედ ჩვენ დაგვრჩება. ფრე? - არა, მხოლოდ გამარჯვება".

ევრო 2012. A ჯგუფი. II ტური

12.06. ვროცლავი. მუნიციპალური სტადიონი. 20.00

საბერძნეთი-ჩეხეთი

დისკვალიფიკაცია: პაპასტატოპულოსი (საბერძნეთი).

ტრავმა: ა. პაპადოპულოსი (საბერძნეთი).

სავარაუდო შემადგენლობები

საბერძნეთი (4-3-2-1): ჰალკიასი - ტოროსიდისი, კ. პაპადოპულოსი, მალეზასი, ჰოლებასი - მანიატისი, კაცურანისი, კარაგუნისი - სალპინგიდისი, სამარასი - გეკასი.

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - გებრე, კადლეცი, ჰუბნიკი, სივოკი - ჰუბშმანი, პლასილი - პილარი, როსიცკი, ჟირაჩეკი - ბაროში.

მსაჯი: სტეფან ლანოი (საფრანგეთი).

ბოლო 5 მატჩი

საბერძნეთი

საბერძნეთი-სომხეთი 1:0

საბერძნეთი-სლოვენია 1:1

საბერძნეთი-ბელგია 1:1

საბერძნეთი-რუმინეთი 1:3

ევრო 2012-ზე

პოლონეთი-საბერძნეთი 1:1

ჩეხეთი

ჩეხეთი-უნგრეთი 1:2

ჩეხეთი-ისრაელი 2:1

ირლანდია-ჩეხეთი 1:1

ჩერნოგორია-ჩეხეთი 0:1

ევრო 2012-ზე

რუსეთი-ჩეხეთი 0:1

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 1 1 0 0 4-1 3

2. პოლონეთი 1 0 1 0 1-1 1

3. საბერძნეთი 1 0 1 0 1-1 1

4. ჩეხეთი 1 0 0 1 1-4 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პოლონეთი VS რუსეთი - ფავორიტი მასპინძლის წინააღმდეგ

პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი

რუსეთი-ჩეხეთი 4:1 - არავითარი კითხვის ნიშნები

გაიოზ დარსაძე: სუსტ A ჯგუფში რუსეთი საუკეთესოა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა