ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უკრაინა-შვედეთი 2:1 - უკრაინის ისტორიული გამარჯვება

უკრაინა-შვედეთი 2:1 - უკრაინის ისტორიული გამარჯვება

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. I ტური
გადაყვითლებულ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე უკრაინის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო.

ამ გამარჯვებისკენ ოლეგ ბლოხინის შეგირდები, მინიმუმ, ორი-სამი წლის განმავლობაში მოდიოდნენ და ადვილი წარმოსადგენია, რამხელა სიხარული გამოიწვია შვედებზე ძლევამ. დანარჩენზე ქვემოთ...

ტაქტიკა/სტრატეგია

ორივე მწვრთნელმა 4-4-2-ტაქტიკა აირჩია, თუმცა განსხვავებული ასპექტებით - ოლეგ ბლოხინს ორი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდა ანდრეი შევჩენკოსა და ანდრეი ვორონინის შემადგენლობით.

აი, შვედებიდან კი ერთ-ერთი თავდამსხმელი უკან იყო დახეული და სიღრმიდან ცდილობდა მეტოქის კარზე ხიფათის მიტანას - ეს დაწეული ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლდათ და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი ძალიან კარგად გაართვა: გოლიც გაიტანა და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ მის პარტნიორებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, საგოლე პასის ავტორიც გახდებოდა.

მთლიანობაში, ორივე მწვრთნელმა დაბალანსებული სტრატეგია აირჩია - ზომიერება ყველაფერში, რამაც უკრაინელებს გაუმართლა.

საუკეთესო ფეხბურთელი

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

სიამოვნებით დავასახელებდით საუკეთესო ფეხბურთელად ევგენი კონოპლიანკას, რომელიც მარცხენა ფრთაზე შესანიშნავად მოქმედებდა და მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა. თუნდაც უკრაინელთა კიპერი, ანდრეი პიატოვი ავიღოთ, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი და მთლიანობაში, დამაჯერებლად გაისარჯა.

თუმცა ჩვენი არჩევანი მესამე ანდრეიზე უნდა შევაჩეროთ, რომელმაც დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს ოქროს გამარჯვება მოაპოვებინა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კლასი ასაკშიც არ იკარგება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რიმ შევჩენკო ბოლო წლების უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია... ის პირველი ანდრეია და არა მესამე.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

კარლ მიკაელ ლუსტიგი (შვედეთი)

ვერ ვიტყვით, რომ კარლ მიკაელ ლუსტიგმა უსუსური შთაბეჭდილება დატოვა და არაფრად ვარგოდა, მაგრამ ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ მატჩის ანტიგმირის სტატუსი მასზე ალალია.

ანდრეი შევჩენკომ ორივე გოლი სწორედ მისი არადამაჯერებელი თამაშის გამო გაიტანა - პირველ ეპიზოდში უკრაინელთა ლიდერმა სწორედ ლუსტიგს დაასწრო და ისე გადაგზავნა ბურთი სკანდინავიელთა კარში. მეორე გოლისას კი სწორედ კარლ მიკაელი კეტავდა იმ კუთხეს, რომელშიც შევას მიერ დარტყმული ბურთი გაძვრა და ბადეში გაეხვა.

მოკლედ, ლუსტიგს ორჯერ ჩამოეძინა და თუ რა ფასად დაუჯდათ ეს შვედებს, უკვე მოგახსენეთ.

მსაჯი

ჩუნით ჩაქირი შეუმჩნეველი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. მისმა გადაწყვეტილებებმა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ეპიზოდში გამოიწვია კამათი - მაგალითად, მაშინ, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკრინელთა საჯარიმოს მისადგომებთან აშკარად მოცელეს, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მთლიანობაში თურქმა რეფერიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა.

მწვრთნელების დუელი

ასეთი ემოციური ოლეგ ბლოხინი აქამდე არასდროს გვინახავს - მთელი თამაში ფეხზე იდგა და მუდმივად რაღაცას კარნახობდა შეგირდებს. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ უკრაინელები უფრო ემოციურად და თითქოს უფრო მეტი ენთუზიაზმით თამაშობდნენ.

ვეჭვობთ, რომ სწორედ ეს ენთუზიაზმი და ემოცია იყო, რამაც მასპინძლებს თამაშის შეტრიალების საშუალება მისცა. ბლოხინმა გამოიცნო, როდესაც ანდრეი შევჩენკო ძირითად შემადგენლობაში დააყენა. არადა, ჟურნალისტები ვეტერან ფორვარდს თადარიგში ჯდომას უწინასწარმეტყველებდნენ.

ბლოხინმა შევა დროულად დასვა სკამზე, როდესაც მოედანზე არტიომ მილევსკი შეუშვა და სიღრმიდან ათამაშა.

ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბლოხინს მისი შვედი ვიზავისთვის, ერიკ ჰამრენისთვის ეჯობნა, რომელმაც, კარგი იქნება, სამომავლოდ მაინც, შეგირდებს ცოტა ცეცხლი შეუნთოს.

ანალიზი

უნდა გავაგრძელოთ ზემოთ დაწყებული თემა, რადგან თუ რამეში აჯობეს უკრაინელებმა შვედებს, პირველ რიგში, ეს ენთუზიაზმი, მოტივაცია, ემოცია და ვნება იყო - მხოლოდ სწორი თამაში გამარჯვების მოსაპოვებლად ხშირად საკმარისი არ არის და სწორედ ეს ცეცხლი დააკლდათ სკანდინავიელებს მასპინძლებთან პაექრობაში.

ისე კი, თამაში და განსაკუთრებით მეორე ტაიმი, საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა - მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა და მეკარეებსაც გვარიანი ჯაფა დაადგათ. ასეა თუ ისე, უკრაინელებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს.

დასკვნა

ზემოთ მომენტების და გოლების შესახებ არაფერი გვითქვამს, მაგრამ ვგონებთ, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა: იბრამ მეორე ტაიმის სტარტზევე გახსნა ანგარიში, თუმცა შემდეგ შევას ჯერი დადგა, რომელმაც ორჯერ თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე - იბრა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ შევა უფრო დიდი და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. I ტური

კიევი. ოლიმპიური სტადიონი

უკრაინა-შვედეთი 2:1 (იხილეთ ვიდეო)

უკრაინა (4-4-2): პიატოვი - მიხალიკი, სელინი, ხაჩერიდი, გუსევი - ნაზარენკო, ტიმოშუკი, იარმოლენკო, კონოპლიანკა (90. დევიჩი) - ვორონინი (85. როტანი), შევჩენკო (81. მილევსკი).

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - მელბერგი, ოლსონი, გრანკვისტი, ლუსტიგი - კალსტრომი, ელმი, ტოივონენი (62. სვენსონი), ლარსონი - იბრაჰიმოვიჩი, როზენბერგი (71. ელმანდერი).

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (52), 1:1 შევჩენკო (55), 2:1 შევჩენკო (61).

კუთხური: 3-2; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13(5)-12(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-ინგლისი 1:1 - მოსაწყენი სანახაობა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა