ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. სპეციალისტის აზრი
ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას და ევროპის ჩემპიონატის მატჩების თაობაზე ამჯერად თბილისის "დინამოს" სახელოვანი მეკარისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ოთარ გაბელიას აზრს შემოგთავაზებთ.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც კონტინენტის პირველობას კონკურენტებთან შედარებით დასვენებული შეხვდება.

გაბელიას მოეწონა იტალიის ნაკრების თამაში და ელოდა კიდეც, რომ "სკუადრა აძურა" მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და არ დამარცხდებოდა.

საფრანგეთი-ინგლისი

ორივე გუნდმა ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშა. საფრანგეთს გარკვეული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე ინგლისმა ეს ფრე დაიმსახურა.

დიდ ტურნირებზე პირველ მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ევროპის ჩემპიონატის წაგებით დაწყება არავის უნდა და ორივე გუნდის თამაშში გადამეტებული სიფრთხილე იგრძნობოდა.

მომდევნო ტურები გამოაჩენს, ვის როგორ წაადგება ეს თითო ქულა, მაგრამ ერთმანეთთან ფრე საფრანგეთისა და ინგლისისთვის ურიგო დასაწყისი არ უნდა იყოს.

უკრაინა-შვედეთი

უფრო ძალისმიერი ორთაბრძოლა ვიხილეთ, ვიდრე ტექნიკური, მაგრამ მატჩის სანახაობრივ მხარეზე ეს უარყოფითად არ ასახულა.

ფეხბურთი, რა თქმა უნდა, უპირველესად, გუნდური თამაშია, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და განსაკუთრებით კი, ანდრეი შევჩენკომ კიდევ ერთხელ გვიჩვენეს, რომ კონკრეტული ფეხბურთელის ოსტატობასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

იმაშიც დავრწმუნდით, რომ ფეხბურთელის პასპორტს მნიშვნელობა არ აქვს - შევჩენკო, უბრალოდ, შესანიშნავი იყო.

უკრაინის ნაკრებმა დიდი შემართებისა და კონცენტრაციის ხარჯზე გაიმარჯვა, თუმცა შვედეთი მარცხისთვის მაინც დამენანა. საკმაოდ კარგი გუნდია და ვფიქრობ, რომ ჯგუფიდან გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.

მეოთხედფინალში თამაშის შანსი ამ ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს.

ოთარ გაბელია: მეოთხედფინალში გასვლა ოთხივეს შეუძლია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-ინგლისი 1:1 - მოსაწყენი სანახაობა

უკრაინა-შვედეთი 2:1 - უკრაინის ისტორიული გამარჯვება

ევრო 2012. პროგნოზები. ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა