ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველები და ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი დროც მოვა...

ქართველები და ევროპის ჩემპიონატი: ჩვენი დროც მოვა...

დრო იყო, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უქართველებოდ წარმოუდგენელი იყო...
12 ივნისიდან უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე ევრო 2012-ის მეორე ტური დაიწყება; უფრო ზუსტად, გადამწყვეტი მატჩების დრო დგება: დიდია იმის ალბათობა, რომ რამდენიმე გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატი სწორედ ამ ეტაპზე დასრულდეს.

ამას გარდა, სწორედ მეორე ტურის შეხვედრებში გამოჩნდება, თუ რამდენად რეალურია ამა თუ იმ ნაკრების საჩემპიონო ამბიცია და ასე შემდეგ.

მოკლედ, ჩემპიონატი ამიერიდან გახურდება და იმედი დავიტოვოთ, რომ მეოთხედფინალების დაწყებამდე კვლავაც ვნახავთ ისეთი დონის სანახაობას, როგორიც თუნდაც ესპანეთი-იტალიის დაპირისპირება იყო.

აი, იმაზე კი რა მოგახსენოთ, უახლოეს მომავალში რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმაც იასპარეზოს. თუმცა მთლად პესიმიზმიც ნუ შეგვიპყრობს: მომდევნო ჩემპიონატზე (2016 წელს) ხომ გუნდების გაზრდაა მოსალოდნელი, კიდევ ოთხი წლის მერე კი (2020 წელს), შესაძლოა, სულაც მასპინძლის როლშიც (მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად) ვიყოთ!

ოღონდ არავინ თქვას, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა პიარ-აქციაა და ყოველგვარ რეალობას არის მოკლებულიო! აი, ნახავთ, სულ მოკლე დროში იმაზე უკეთესი სტადიონები თუ არ გვექნება, პოლონეთსა და უკრაინაში რომ არის. ეგ კი არა, მალე, ალბათ, ჩვენი შეშურდებათ და დონეცკის "დონბას-არენაზე" უკეთეს სტადიონებს შეხვდებით საქართველოს ყველა კუთხეში!

და, აი, მაშინ კი საწუწუნო აღარავის ექნება (ქართველ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ "დაუნახავ" ჟურნალისტებს): უმაღლესი ხარისხისა და ხასხასა მოედნებზე ფეხბურთის თამაში წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი! თანაც, უამინდობაც ვერაფერს დააკლებს და დეკემბერ-თებერვალში ყველასათვის მოულოდნელად თოვლი თუ წამოვა, დისკომფორტიც არავის შეექმნება!

მოკლედ, დრო სჭირდება ყველაფერს, ანუ ცოტა მოცდა მოგვიწევს და ვინ იცის, საქართველოს ნაკრებს იქნებ ერთხელ მაინც მოუწიოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა...

ხუთი იმედგაცრუება

საქართველოში დღესდღეობით, ვიდრე სხვა ქვეყნების ნაკრებებს ვქომაგობთ (ესპანეთს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ჰოლანდიას, პორტუგალიას, ინგლისს და ასე შემდეგ), ისიც გავიხსენოთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ხუთჯერ რომ გვქონდა და ხუთივეჯერ ხელი მოგვეცარა.

უფრო ზუსტად, საქართველოს ნაკრები ხუთჯერ მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ყველა შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება გველოდა.

არადა, სადებიუტო ციკლი (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) მართლაც ღირსეულად ჩავატარეთ და 15 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ.

სამწუხაროდ, იმის მერე საქართველოს ნაკრების შედეგები უფრო და უფრო უარესდებოდა და, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენთვის შესარჩევი ეტაპი... სამი-ოთხი ტურის მერე მთავრდებოდა!

ჰო, საქმეს არაფერი შველოდა: არც ნაკრების მწვრთნელთა პერმანენტული (ხანდახან - გამართლებული, ხანდახან - გაუმართლებელი) ცვლა, არც შედარებით იოლ ჯგუფში მოხვედრა და არც რეალობას მოკლებული ამბიციები. თავად განსაჯეთ: 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჯგუფში ბოლო ადგილზე დავასრულეთ (არადა, ვერავინ იტყვის, ძლიერი მეტოქეები გვყავდაო). ამის მერეც (2004, 2008, 2012 წლების შესარჩევებში) ჯგუფში ან ბოლო ადგილი უნდა დაგვეკავებინა, ანაც - ბოლოსწინა.

სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ლატვიისა და სლოვენიის ნაკრებები გადიოდნენ, ხოლო ბოსნიას, ჩერნოგორიასა და ესტონეთს (!) ამ მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯიღა აკლდებოდათ (პლეი ოფში მარცხდებოდნენ).

არადა, დრო იყო, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უქართველებოდ წარმოუდგენელი იყო.

რაღა თქმა უნდა, იმ დროს ვიხსენებთ, როცა ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ...

საამაყოდ გასახსენებელი

ევროპის პირველი ჩემპიონატი (იმ დროს "ევროპის თასი" ერქვა) 1960 წელს ჩატარდა და დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული ფორმატიც ჰქონდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა და საფრანგეთში ჩატარებული ტურნირი საბჭოთა კავშირის ნაკრების ტრიუმფით დამთავრდა!

ამ გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა: გივი ჩოხელმა, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა (ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა).

1964 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა კვლავ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ესპანეთთან წააგო - სამწუხაროდ, ამჯერად ქართველ ფეხბურთელებს ფინალურ ეტაპზე არ უასპარეზიათ.

სამაგიეროდ, 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი გაემგზავრა: ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია, თუმცა არც ნახევარფინალში (იტალიასთან) და არც მესამე ადგილისათვის მატჩში (ინგლისთან) ამ ოთხეულს თამაში არ მოუწია.

განსხვავებული სიტუაცია იყო 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ბელგიამ რომ უმასპინძლა: ნახევარფინალში უნგრელების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა, ხოლო გივი ნოდია მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

ძოძუაშვილმა და ხურცილავამ ფინალური მატჩიც შეუცვლელად ჩაატარეს, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მართლაც უძლიერეს ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ფრანც ბეკენბაუერთან, გერდ მიულერთან, პაულ ბრაიტნერთან, ული ჰიონესთან, გიუნტერ ნეტცერთან და იუპ ჰაინკესთან ერთად რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავაც მოხვდნენ! და კიდევ: მურთაზ ხურცილავა საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდათ!

აი, ამის შემდეგ კი დღემდე ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე საქართველოდან მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს უთამაშია: თენგიზ სულაქველიძეს (1988 წელს), კახა ცხადაძეს, ახრიკ ცვეიბას (1992 წელს) და ომარ თეთრაძეს (1996 წელს)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jorj

ესეთი ნაბიჯებით არ მგონია კიდევ დიდხანს შევძლოთ ვითამაშოთ ევროპაზე ანდაც მსოფლიოზე.ჩემი სუბიეკტური აზრია.

• DATO

დინამოს სტადიონს რომ ავეჯის მაღაზიები მიაშენეს ამ სტადიონით გინდათ ჩემპიონატის მასპინძლობა?

• თემური

ღმერთმა ქნას, რომ 2016 წელს ვითამაშოთ ევროპაზე. ცალკე გუნდების რაოდენობა იზრდება, ცალკე კარგი თაობა მოდის. ჩემპიონატის თამაშებს, რომ ვუყურებ ყველა ფეხბურთელის თვალებში ჩანს სასწაული ჟინი და თავდადება, ქვეყნის სიყვარული. ალბათ მატერიალური მხარე მათთვის მეორეხარისხოვანია. ჩვენი "კაპიტანი" კი ერთ მოგებულ და 5 წაგებულ თამაშში პრემიას ითხოვს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა