დიდი ბრიტანეთის სამეფო საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა "რეინჯერსის" მომავალ მესაკუთრე ჩარლზ გრინს უარი უთხრა ვალების ნებაყოფლობით დარეგულირებაზე
დიდი ბრიტანეთის სამეფო საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა "რეინჯერსის" მომავალ მესაკუთრე ჩარლზ გრინს უარი უთხრა ვალების ნებაყოფლობით დარეგულირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ "პროტესტანტებს" უახლოეს მომავალში მოუწევთ მის წინაშე დაგროვილი დავალიანების ერთიანად გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ისევ შიდა მმართველობის ქვეშ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსის" მთლიანი ვალი 134 მილიონ ფუნტს აღწევს. 14 ივნისს "აიბროქსის" ოფისში კლუბის კრედიტორების საერთო კრება უნდა შედგეს. "რეინჯერსს" ყველაზე მსუყე თანხები საგადასახადო სამსახურისა და კომპანია "ტიკეტუსისა" მართებს.

პირველმა უარი თქვა ვალების გადახდის გადავადებაზე. თუკი "ტიკეტუსიც" ასე მოიქცევა, "რეინჯერსს" შოტლანდიის პრემიერლიგის მომდევნო გათამაშებაში აღარ დაუშვებენ.

ჩარლზ გრინს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ კრედიტორები უზარმაზარი ტრადიციების გუნდს ბოლომდე არ გაწირავენ.

ყველაფერს წერტილი 18 ივნისისთვის უნდა დაესვას, რადგან ამ დღეს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებზე შესაბამისი ნებართვები უნდა გაიცეს და გათამაშების კალენდარი დადგინდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა