კანადის გრანპრის შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნიუ ჯერსიში ჩავიდა და "ინფინიტის" მანქანით იქაური ტრასა გამოსცადა
მონრეალში გამართული კანადის გრანპრის შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ნიუ ჯერსიში ჩავიდა და "ინფინიტის" მანქანით იქაური ტრასა გამოსცადა.

ფორმულა 1-ის პრომოუტერების ჩანაფიქრით, ნიუ ჯერსიში სამეფო რბოლების ეტაპი 2013 წელს, ივნისში უნდა გაიმართოს. ეს იქნება ქუჩის ტრასა, რომლის სიგრძე დაახლოებით ხუთი კილომეტრია.

შესაბამისი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ჯერ კიდევ 2011 წელს ნიუ ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ გამოაცხადა, რომ სამეფო რბოლების ხელმძღვანელობასთან გრანპრის ჩატარების თაობაზე 10-წლიანი კონტრაქტი დაიდო. ტრასა ნიუ იორკის დასავლეთით, მდინარე ჰუძონის გასწვრივ გაივლის.

ამერიკაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმულა 1-ის პოპულარიზაცია. ნიუ ჯერსის რბოლა მეორე ამერიკული ეტაპი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში. შეგახსენებთ, რომ წელს, 18 ნოემბერს ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში დებიუტი ექნება აშშ-ის გრანპრის. ამისთვის ამერიკულმა მხარემ ახალი ავტოდრომი ააშენა.

ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის გრანპრი 2007 წელს ინდიანაპოლისის ავტოდრომზე გაიმართა. მაშინ ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა დაამხო მიხაელ შუმახერის ოთხწლიანი დომინირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა