ვარშავაში გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პოლონელებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე ტურის მატჩი პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ვარშავის ნაციონალურ არენაზე გამართულ შეხვედრაში დაწინაურება თავიდანვე მასპინძლებს შეეძლოთ. ობრანიაკის საჯარიმოდან მოწოდებულ ბურთს ბენიში კარში გზავნიდა, თუმცა რუსების მეკარე მალაფეევმა მოასწრო რეაგირება.

გატანის კიდევ ერთი კარგი შანსი ლევანდოვსკის მიეცა, თუმცა მალაფეევი მის დარტყმულსაც გაუმკლავდა.

ანგარიში სტუმრებმა 37-ე წუთზე გახსნეს. არშავინმა ჯარიმიდან ბურთი პოლონელთა კარის სიახლოვეს ჩაჰკიდა, რასაც ძაგოევმა ზუსტად შეაგება თავი და თავისიანები დააწინაურა.

რუსებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა გატანა მასპინძლებმა შეძლეს. 57-ე წუთზე ბლაშიკოვსკიმ ბრწყინვალედ აუარა გვერდი რუს მცველებს და შორეულ მაღალ კუთხეში აუღებელი დაარტყა.

საბოლოოდ 1:1 და ამ ჯგუფში გადაწყვეტილი კვლავაც არაფერია - შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. რუსეთს 4 ქულა აქვს, ჩეხეთს - 3, პოლონეთს - 2 და საბერძნეთს - 1.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა