ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადისთვის სამშობლოში ემზადებიან

ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადისთვის სამშობლოში ემზადებიან

ჩვენებმა სომხეთის მაღალმთიან კურორტ წახკაძორში გაიარეს საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება
საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური გუნდები დაბრუნდნენ სომხეთიდან და დღეისათვის თბილისში აგრძელებენ მზადებას ლონდონის ოლიმპიადისთვის.

ჩვენებმა სომხეთის მაღალმთიან კურორტ წახკაძორში გაიარეს საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება, საიდანაც "თავისუფლები" 8 ივნისს დაბრუნდნენ, ბერძენ-რომაელები - 10-ში.

თუმცა გუნდები დედაქალაქში დიდხანს არ დარჩებიან და 15 ივნისს დუშეთში წავლენ რიგით მეორე შეკრების გასავლელად. იქ ორივე ნაკრების მწვრთნელთა განკარგულებაში 40-40 სპორტსმენი იქნება.

ამის შემდეგ მათი გზები იყოფა - "თავისუფლები" ისევ დუშეთში დარჩებიან და 4-17 ივლისს იქ მორიგ შეკრებას გაივლიან, ხოლო ბერძენ-რომაელები ჯერ გერმანიაში წავლენ ტურნირში საჭიდაოდ, იქიდან კი მინსკში გადავლენ და "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას გაივლიან.

ამის შემდეგ, ანუ უკვე ივლისის მიწურულს, ორივე გუნდი ბორჯომში გაივლის დასკვნით შეკრებას ოლიმპიადისთვის.

გერმანული ტურნირი - "გერმანიის დიდი პრიზი" 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით დორტმუნდში ზუსტად იმავე დარბაზში ტარდება, სადაც შარშან ევროპის ჩემპიონატი გაიმართა (გემახსოვრებათ - მაშინ იქ ამ გუნდიდან რევაზ ლაშხი (60) ჩემპიონი გახდა).

ბერძენ-რომაელთა თავკაც ბეგი დარჩიას იქ ექვსი ფალავანი მიჰყავს - ყველა ის ფალავანი, რომლებმაც უშუალოდ მოიპოვეს ლიცენზიები: ლაშხი, მანუჩარ ცხადაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120).

დარჩიას ოლიმპიადაზე წასაყვანი შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ ლამის გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ლონდონში ამ ექვსეულს აჭიდავებს - ეს შეჯიბრება მათთვის ხომ სასტარტოა.

არსებითად, ამ ექვსეულიდან შედარებით გაურკვეველი 74-ის საკითხი იყო, სადაც ძალიან პერსპექტიული, მაგრამ მაინც ახალგაზრდა და გამოუცდელი დათუნაშვილის პირისპირ გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია იდგა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საკითხიც მოიხსნა დღის წესრიგიდან, რადგან კვირკველიამ ყველა ტურნირი ჩააგდო.

ეგ კი არა, როცა სოფიაში გამოსაცდელად წაყვანილმა დათუნაშვილმა მართლაც ძლიერად იჭიდავა და საგზური მოიპოვა, იმხანად შეკრებაზე მყოფ ოლიმპიურ ჩემპიონს ჩანთა ჩაულაგებია და წამოსულა - რაკი ლიცენზია აიღო, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ახალგაზრდა ბიჭია და ხელს არ შევუშლიო. რაც შეეხება დანარჩენ ხუთეულს, მათ წონებში რეალური კონკურენტები არც ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად "თავისუფლებმა" ყველა - შვიდივე ლიცენზია მოიპოვეს, ბერძენ-რომაელები კი უსაგზუროდ მხოლოდ 55-ში დარჩნენ.

ოლიმპიური ტურნირი 5 აგვისტოს დაიწყება და მასში ჯერ ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან, მერე - ქალები, ბოლოს კი "თავისუფლები" იასპარეზებენ. 5-ში ბერძენ-რომაელთაგან 55 და 74-ის ფალავნები გამოვლენ, ანუ ჩვენდა ჭირად, პირველად გამოსვლა მაინცდამაინც დებიუტანტ დათუნაშვილს უწევს.

ვფიქრობთ, მას მეორე-მესამე დღეს რომ ეასპარეზა, ფსიქოლოგიური მღელვარება ცოტა დაძლეული ექნებოდა, ახლა კი მთელმა სასტარტო მღელვარებამ მასზე უნდა გადაიაროს.

6 აგვისტოს ბერძენ-რომაელთაგან 60, 84 და 120-ის ფალავნები იჭიდავებენ, 7-ში - 66-96-ის. ამის შემდეგ მომდევნო ორი დღე - 8-9 აგვისტო - ქალების გამოსვლას დაეთმობა, 10-იდან კი ოლიმპიადაში "თავისუფლები" ჩაებმებიან. წონითი კატეგორიების გამოსვლის გრაფიკი აქაც ბერძენ-რომაელთა ანალოგიურია, ანუ პირველ დღეს 55-74-ის ფალავნები გამოვლენ, მერე - 60-84-120-ის, ტურნირს კი 66-96-ის მოჭიდავეები დაასრულებენ.

სომხეთი მოილიეს, წინ დუშეთია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა