რუსეთის არმიის მარში - ფროიდისეული უნებლიე შეცდომა, რომელიც ბრწყინვალედ ასახავს პოლონური საზოგადოების განწყობას
12 ივნისს ევრო 2012-ის A ჯგუფის მატჩი პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც "მშვიდობიანად" - 1:1 დასრულდა, უკვე ისტორიაა.

თუმცა "მშვიდობიანი" ანგარიშით დასრულდა საფეხბურთო მატჩი, თორემ იმას, რაც ვარშავის ნაციონალური სტადიონის მოედნის მიღმა თამაშამდე და თამაშის შემდეგ ხდებოდა, პოლონური გაზეთების სათაურებს თუ მოვიშველიებთ, "ვარშავის ბრძოლა" შეიძლება ვუწოდოთ.

ცნობისთვის, ისტორიამ ამ სახელწოდებით შემოინახა 1919-1921 წლებში საბჭოეთისა და პოლონეთის ომის პერიოდი.

იხილეთ ვიდეოები:

რუსი და პოლონელი ფანების შეტაკება

პოლონელი და რუსი ფანების ჩხუბი კაფეში

რუსეთის დღესასწაული ვარშავაში

12 ივნისი რუსეთის სუვერენიტეტის მიღების დღეა და პოლონეთში ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასულმა ათასობით რუსმა ფანატმა ამ დღესასწაულის აღნიშვნა ვარშავის ცენტრის გავლით მსვლელობის მოწყობით გადაწყვიტა. ყოველივე ეს ანტირუსულად განწყობილი ადგილობრივი ქომაგისთვის ბოლო ნაპერწკალი აღმოჩნდა...

ვარშავის ქუჩები რუს და პოლონელ გულშემატკივართა ბრძოლის ველად იქცა. შეხლა-შემოხლა ჯერ კიდევ ამ ორი ქვეყნის ნაკრებების თამაშამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

კიდევ კარგი, მსვლელობა პოლონურმა პოლიციამ დროულად შეაჩერა და ქომაგთა დაპირისპირებული ბანაკების შეტაკებამ დიდი მასშტაბი არ მიიღო - ბოლო ოფიციალური მონაცემებით, უწესრიგობებს 130 ადამიანის დაკავება მოჰყვა, შვიდმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

6 ათასამდე წესრიგის დამცველს ვითარების განსამუხტად რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის გამოყენება დასჭირდა. ყოველი შემთხვევისთვის, ვარშავის ცაზე პატრულირებდა ვერტმფრენიც. ვარშავის ნაციონალურ სტადიონს კი, სადაც მატჩი უნდა გამართულიყო, პოლიციელებმა ძაღლებით ალყა შემოარტყეს...

"მარში თუ ქუჩური ბრძოლები"?

არადა, მარშის დაწყებამდე პოლონური მასმედია შიშობდა, რომ დიდი შანსი იყო, რუს გულშემატკივრებს ვარშავის ქუჩებში საბჭოთა დროშები აეფრიალებინათ, რაც ადგილობრივებში არცთუ სასიამოვნო გრძნობებს აღძრავდა.

მაგალითად, პოლონური სააგენტო RMF24 რამდენიმე დღით ადრე იტყობინებოდა, რომ რუსი გულშემატკივრები მსვლელობისას წითელი ფერის მაისურებით გამოეფინებოდნენ, რაც ბუნებრივია - წითელი ხომ მათი ქვეყნის ნაკრების საფეხბურთო ფორმის ფერია, თუმცა პოლონელებისთვის ის სსრკ-სთან ასოცირდება…

პოლონელ ქომაგს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა კიდეც, ისინიც შეერთებოდნენ რუსების მარშს - ეს დღე ხომ მათთვის საძულველი საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტის თარიღსაც აღნიშნავდა.

თუმცა პოლონელ პოლიტიკოსთაგან ყველა არ ფიქრობდა ასე.

"ეს იგივეა, რაც გერმანელებმა თელ-ავივის ქუჩებში მარში, ნაცისტური სიმბოლიკის დროშებით გამართონ", - განაცხადა ოპოზიციური პარტია "კანონი და სამართლიანობის" წევრმა ადამ ხორფანმა.

მარშის საკითხი ინტერნეტსივრცეშიც აქტიურად განიხილებოდა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა სპეციალური ჯგუფი, სახელწოდებით "შევაჩეროთ რუსი ფანატების უკანონობა ევრო 2012-ზე!"

"რუსი ფანატები კომუნიზმის სიმბოლოების დემონსტრირებას ახდენენ, პროვოცირებას უკეთებენ ჩხუბს და პოლონელთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ. აპირებს თუ არა ხელისუფლება და პოლიცია ამაზე რეაგირებას?" - ნათქვამია ჯგუფის გვერდზე.

დაბოლოს, გამოცემა Gazeta Wyborcza-მ პოლონელი ჟურნალისტის სიტყვები გამოაქვეყნა, რომელმაც "რუსეთის ფანების მარშის" მაგივრად, შეცდომით, "რუსეთის არმიის მარში" დაწერა.

გაზეთი მიიჩნევს, რომ ეს "ფროიდისეული უნებლიე შეცდომა იყო, რომელიც ბრწყინვალედ ასახავს პოლონური საზოგადოების განწყობას".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ

პოლონეთი-რუსეთი 1:1 - ინტრიგა ცოცხალია

საბერძნეთი-ჩეხეთი 1:2 - სტარტზე მოთავებული საქმე

გია გურული: A ჯგუფიდან რუსეთი და პოლონეთი გავლენ

kkk
აი ერი ამათ ქვია. დაუნაყეს თუ არა ამ უჯიშო რუსებს თავყბა?
Dawid77
ვენაცვალე პოლონელებს და ყველა თავმოყვარე ერს....
giorgi
როცა ერი შენ პატივს არ გცემს და შენი თხოვნა საბჭოთა დროშებთან დაკავშირებით ერთ ადგილას კიდია, არც შენ უნდა დახვდე ხელშგაშლილი ! ვენაცვალე ჯიგარში პოლონელებს !
Kolxi
ვენაცვალე პოლონელებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა