ვინ ითამაშებს ახალი სეზონიდან მამა-შვილი უჰრინების გუნდში, ამას თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ არ ახმოვანებს
ვინ ითამაშებს ახალი სეზონიდან მამა-შვილი უჰრინების გუნდში, ამას თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ არ ახმოვანებს. ხოლო ლაპარაკი ფეხბურთელთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის გაშვებაზე ჯერჯერობით არ დასტურდება.

ოფიციალური კომენტარი მხოლოდ ირჟი ჰომოლაზე გაკეთდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის "დინამო" ჩეხ ლეგიონერს დაემშვიდობა.

32 წლის ცენტრალურ მცველს, რომელსაც ტრავმის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარი გაუცდა, კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ახალი კი არ შეუთავაზებიათ და შეუძლია ახალი კლუბი მოძებნოს.

ჰომოლამ "დინამოში" სადებიუტო შეხვედრა 2011 წლის 13 თებერვალს გამართა, სულ კი "დინამოს" მაისურა 35 შეხვედრაში მოირგო.

ჩვენი ინფორმაციით, ჩისკოს გარდა, "დინამოს" სხვა ესპანელი ლეგიონერების დატოვების დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ ალბერტ იაგუეს, კარლეს კოტოს, ანდრეუსა და მიკელ ალვაროს კონტრაქტები ჯერ არ უმთავრდებათ და წასვლას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა