რობერტს რიგი დაუდგა: "იუნაიტედი", "სიტი", "ბაიერნი", "ჩელსი", "არსენალი", "რეალი", "იუვენტუსი"...

"მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "არსენალი", "ჩელსი" და ახლა მადრიდის "რეალიც" - დღე ისე არ გავა, რომ პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ახალი სპეკულაცია არ გავრცელდეს.

23 წლის პოლონელმა გოლეადორმა ბუნდესლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც კარგად თამაშობს (1 გოლი 2 თამაშში), რის გამოც, არაოფიციალური ცნობებით, მთხოვნელების დიდი რიგი დაუდგა და თანაც, საუკეთესო ევროპული გრანდები ეპატიჟებიან.

ეს მითქმა-მოთქმა "დორტმუნდის" შეფ ჰანს-იოახიმ ვატცკეს ყელში ამოუვიდა და გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთა: "ეს დისკუსიები უკვე ნერვებს მიშლის! პოლონელი ჟურნალისტები რობერტის შესახებ ყოველდღე ახალ-ახალ ამბავს იგონებენ და გამოგონილიც რომ არ იყოს, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, რა იწერება. ლევანდოვსკის არ გავყიდით!"

რობერტის მრჩეველი მოურინიოს და კონტეს შეხვდა

არადა, გავრცელებულ ცნობებს გამოგონილის არაფერი ეტყობა: საქმე იმაშია, რომ ლევანდოვსკის მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი ძალიან აქტიურობს და უნდა, რომ რობერტის ტრანსფერი გაჩარხოს - პრინციპში, თავად ფეხბურთელი არ უნდა იყოს "რეალის" ან "ჩელსის" მსგავს გრანდში გადასვლის წინააღმდეგი და თანაც, კუხარსკი ტრანსფერით ხომ დიდ ფულს იშოვნის.

კვირას კუხარსკი გდანსკში იმყოფებოდა, სადაც იტალიისა და ესპანეთის მატჩის შესვენებაზე ტელეკომპანია "პოლსატის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს შევხვდიო.

"ჟოზეს პირდაპირ ვუთხარი, თუ რობერტო ევროპის ჩემპიონატზე 3-4 გოლს გაიტანს, აუცილებლად დაგირეკავ-მეთქი," - თქვა ლევანდოვსკის მრჩეველმა საქვეყნოდ. კუხარსკის თქმით, მას "იუვენტუსის" თავკაცი ანტონიო კონტეც შეხვდა - ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, რობერტით კონტეც დაინტერესებულიაო.

"ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ვატცკე კი ირწმუნება, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც დორტმუნდში იასპარეზებს. მეტიც: გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელს თავის გოლეადორთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა