ევრო 2012. C ჯგუფი. II ტურის წინ
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელებს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს - პირველივე მატჩში შვეიცარიელებმა აჯობეს.

მერე და მერე ვისენტე დელ ბოსკეს მანქანა ამუშავდა და თანაც როგორ, მუნდიალის ტიტული ხომ "ფურია როხას" დარჩა და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 14-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა, რომელიც პრანდელის ახალმა იტალიურმა "კატენაჩომ" შეიწირა. ასე რომ, ესპანელები დღეს გდანსკში ევროზე პირველი თამაშის მოსაგებად გავლენ.

ტორესი ფაბრეგასის ნაცვლად?

ესპანელთა ბანაკში ტრავმას უჩივის სესკ ფაბრეგასი, რომელიც შეიძლება ფერნანდო ტორესით შეცვალოს მწვრთნელმა.

მით უფრო, რომ ვისენტე დელ ბოსკემ ისედაც მედიის რისხვა დაიმსახურა ცრუ 9 ნომრით მოედანზე გასვლისთვის. ირლანდიელებში ერთი ცვლილება ივარაუდება - კევინ დოილი ინერტული იყო, მაშინ, როცა ჯონ უოლტერსი ცოცხლად ჩაერთო ხორვატიასთან თამაშში.

რიჩარდ დანს ტრავმა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ტკივილითაც შეძლებს თამაშს. შეი გივენმა და დარონ გიბსონმა ერთი დღე გამოტოვეს ვარჯიში, მაგრამ მწვრთნელი ამბობს, რომ საშიში არაფერია.

სუვონის მატჩიდან 10 წელი გასულა

როცა ესპანეთისა და ირლანდიის ნაკრებთა დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ზუსტად ათიწლისწინანდელი გვახსენდება, როცა კორეულ სუვონში ესპანეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში დაამარცხა ირლანდია და მეოთხედფინალში გავიდა.

მას მერე ამ ორ ნაკრებს ერთმანეთში არ უთამაშია. ირლანდიელებს კი იმ თამაშისთვის შური აქვთ საძიებელი.

გავიხსენოთ, რა მოხდა მაშინ და რა გმირობები ჩაიდინა "ფურია როხას" ახლანდელმა კაპიტანმა იკერ კასილიასმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო.

ფერნანდო მორიენტესმა მე-8 წუთზე დააწინაურა ესპანეთი, ხოლო ბოლო წუთზე რობი კინმა პენალტით გაათანაბრა - 1:1. იკერმა ძირითად დროში იან ჰარტის პენალტი მოიგერია, პენალტების სერიაში კი დევიდ კონოლისა და კევინ კილბეინს აუღო.

მაშინ ესპანეთს ხოსე ანტონიო კამაჩო წვრთნიდა და იმ მატჩში მონაწილეთაგან დღეს შეიძლება ვიხილოთ ორივე გოლკიპერი (კასილიასი, შეი გივენი), დამიენ დაფი და რობი კინი. რიჩარდ დანი მაშინ სათადარიგო იყო, ისევე, როგორც - ჩავი.

აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 24-ჯერ დაუპირისპირდა. ესპანეთი წინაა 13 მოგებით 4 მარცხის წილ.

ოფიციალურ თამაშებში თანაფარდობა ისევ ესპანელების მხარესაა - 8 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება. ევროპის ჩემპიონატებზე ისინი 6-ჯერ დადგნენ პირისპირ, ყოველთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ესპანეთი: 4 მოგება და 2 ფრე).

ფინალურ ეტაპზე კი ესპანეთი და ირლანდია პირველად ეთამაშებიან ერთმანეთს. როგორც ხედავთ, წარსული "ფურია როხას" მხარესაა.

ის კი არა, მთელი 30 წელიწადი ირლანდიის ნაკრებს ყველაზე დიდი მარცხი ესპანეთისგან ჰქონდა ნაწვნევი - 1952 წელს კელტებმა 0:6 წააგეს იბერიელებთან, 1982-ში კი შედეგი ბრაზილიელებთან "გააუმჯობესეს" - 0:7.

ოპტიმისტი კინი

"მიზეზი არა მაქვს, რომ არ ვიყო ოპტიმისტი. რატომაც არ შეიძლება ესპანელების დამარცხება", - ამბობს ირლანდიელთა კაპიტანი რობი კინი, რომლის წინააღმდეგაც აშკარა უხეშობაზე დახუჭა ხორვატიასთან მატჩის რეფერიმ თვალი - "ყველამ ვიცით, რომ ხუთშაბათს იოლი გასეირნება არ გველის.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ეს არ არის პესიმიზმის საფუძველი. ჩვენ ადრეც გვითამაშია მაგრად ტოპ-გუნდების წინააღმდეგ და ახლაც შევძლებთ".

ფაქტები

* ჩაბი ალონსომ 16 წლის ასაკში ერთი წელიწადი გაატარა ირლანდიაში. კელსში გაცვლითი პროგრამით მოხვდა და იქ ინგლისურ ენას სწავლობდა. ირლანდიაში მან გაელური ფეხბურთიც დააგემოვნა. საბოლოოდ ეს გამოცდილება მას ძალზე გამოადგა "ლივერპულში" თამაშისას და ჩამოუყალიბდა ძალისმიერი თამაშის სტილი, რომელიც უფრო ბრიტანელებისთვისაა დამახასიათებელი.

* ბოლო ესპანელი, რომელმაც შეი გივენს გაუტანა, ფერნანდო ტორესია - 31 მარტს "ჩელსიმ" 4:2 მოუგო "ასტონ ვილას", ტორესმა კი 90-ე წუთზე გამოიჩინა თავი.

* იტალიასთან მატჩში იკერ კასილიასმა ხუთჯერ გადაარჩინა გუნდი. ზუსტად იმდენჯერ მოუწია მას ნაკრების გადარჩენა მთელ საკვალიფიკაციო კამპანიაში.

* იტალიასთან მატჩში 100-ზე მეტი პასი გააკეთეს ჩავიმ (113) და სერხიო ბუსკეტსმა (115). აქამდე ევროპის ჩემპიონატებში ეს მხოლოდ ერთმა ესპანელმა შეძლო - ხოსეპ გვარდიოლამ.

* ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა 672 ზუსტი პასი გააკეთა, იტალიამ - 341.

* ხორვატიასთან წაგებით ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* ეიდენ მაკგიდიმ 50-ე მატჩი ითამაშა ნაკრებში. 14 ივნისს 50-ედ მოედანზე კევინ დოილი გამოვა.

* ირლანდიელ ჯეიმს მაკლინსა და ესპანელ ხუანფრანს ჯერ ერთხელაც არ უთამაშიათ ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში.

ევრო 2012. C ჯგუფი. II ტური

14.06. გდანსკი. არენა გდანსკი. 22:45

ესპანეთი-ირლანდია

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დანი (?) - ფაბრეგასი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა, ჩავი, ინიესტა - ტორესი.

ირლანდია: გივენი - ო'ში, დანი, სტ. ლედჯერი, უორდი - დაფი, ენდრიუზი, უელანი, მაკგიდი - კინი, უოლტერსი.

არბიტრი: პედრო პროენშა (პორტუგალია)

ბოლო ხუთი მატჩი

ესპანეთი

ესპანეთი-ვენესუელა 5:0

ესპანეთი-სერბეთი 2:0

ესპანეთი-ს. კორეა 4:1

ესპანეთი-ჩინეთი 1:1

ევრო 2012

ესპანეთი-იტალია 1:1

ირლანდია

ირლანდია-ესტონეთი 1:1

ირლანდია-ჩეხეთი 1:1

ირლანდია-ბოსნია 1:0

უნგრეთი-ირლანდია 0:0

ევრო 2012

ირლანდია-ხორვატია 1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია VS ირლანდია - ვინ გაამართლებს გაცემულ ავანსებს?

irakli1805
ამათ თუ ვერარ მოუგეს და არ ყოფილა ესპანეთი ჯგუფიდან გასვლის ღირსი
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა