საუკეთესო ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სულ მალე კარიერაში პირველად იბრძოლებს მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის. 30 ოქტომბერს პარიზში WBA-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ხურციძე და კამერუნელი ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი იბრძოლებენ.

საუკეთესო ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სულ მალე კარიერაში პირველად იბრძოლებს მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის. 30 ოქტომბერს პარიზში WBA-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ხურციძე და კამერუნელი ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი იბრძოლებენ. ეს ძალზე სერიოზული მიღწევაა ქართული კრივისთვის, რადგან WBA მსოფლიო კრივის სამი უმთავრესი ორგანიზაციიდან (WBA, IBF, WBC) ყველაზე ძველი და პრესტიჟულია. ქართველებს კი გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი (თანაც მძიმე წონაში), მაგრამ ეს იყო ნაკლებად პრესტიჟული ორგანიზაციის WBU -ს ვერსიით...

მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს 2007 წლიდან ფელიქს შტურმი (გერმანია) ფლობს. ბოსნიური წარმოშობის ადნან კატიკი (ფელიქს შტურმის ნამდვილი სახელია) 31 წლისაა. ბოლოს მან ტიტული 2009 წელს დაიცვა, როცა დომინიკელი ჯოვანი ლორენცო დაამარცხა. მაგრამ ფელიქს შტურმი სუპერჩემპიონის სტატუსს ფლობს, ხოლო საშუალო წონაში "რეგულარული" ტიტული ვაკანტურია. WBA-ს ხელმძღვანელობამ ახლახან დანიშნა საჩემპიონო ბრძოლა, რითაც ბევრის გაოცება გამოიწვია - ერთ-ერთი მოკრივე რომ კამერუნელი ნ'დამ ნ'ჯიკამი იქნებოდა, ცხადი იყო, ბრძოლის უფლების მოპოვებას გენადი გოლოვკინის ბანაკი იმედოვნებდა, მის ნაცვლად კი ორგანიზაციამ ჩვენებური დააწინაურა. გოლოვკინი დროებითი ჩემპიონია და ის მიიჩნევდა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ავტომატურად ეკუთვნოდა. კამერუნელი WBA-ს ვერსიით ნომერი ორია, ხოლო ხურციძე - ნომერი სამი.

WBA-ს აგვისტოს ოფიციალურ რეიტინგში საშუალო წონაში პირველი ნომერი არავინაა, შემდეგ მოდიან ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი და ავთანდილ ხურციძე, რეიტინგში მე-4 ნომერი კანადელი დევიდ ლემიეა, მე-5 - ბრიტანელი მეთიუ მალკინი, რომელმაც ახლახან WBU-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შალვა ჯომარდაშვილს მოუგო.

ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა" ან "ტორნადო", 31 წლის ქუთაისელი მოკრივეა. ის ჭBA-ს ინტერკონტინენტურ და ევროპულ ქამრებს ფლობს. პროფესიულ რინგში 25 ორთაბრძოლა აქვს გამართული, აქედან 22 მოიგო (13 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. მისი მეტოქე 26 წლისაა. აფრიკელი 17 სანტიმეტრით მაღალია ქართველზე (!), ჰასანი საოცარ რეკორდს ფლობს: 24-დან 24-ივე ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 13 ნოკაუტით.

გაგაცნობთ "ბოქსრეკის" მიერ შედგენილ საუკეთესო ოცეულს საშუალო წონაში, სადაც ყველა ვერსიისა და ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული: 1. პოლ უილიამსი (აშშ) - 797 ქულა, 2. სერხიო მარტინესი (არგენტინა) - 695, 3. ფელიქს შტურმი (გერმანია) - 654, 4. ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი (კამერუნი) - 345, 5. სებასტიან სილვესტერი (გერმანია) - 336, 6. დმიტრი პიროგი (რუსეთი) - 335, 7. მეთიუ მალკინი (დიდი ბრიტანეთი) - 332, 8. დავიდ ლოპესი (მექსიკა) - 330, 9. სებასტიან ზბიკი (გერმანია) - 320, 10. რომან კარამზინი (რუსეთი) - 310, 11. დარენ ბარკერი (ბრიტანეთი) - 295, 12. პიტერ მანფრედო უმცროსი (აშშ) - 285, 13. ხულიო სესარ ჩავესი (მექსიკა) - 268, 14. მაქსიმ ბურსაკი (უკრაინა) - 266, 15. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი) - 265, 16. მარკო რუბიო (მექსიკა) - 261, 17. ავთანდილ ხურციძე (საქართველო) - 258, 18. ედი ლი (ირლანდია) - 256, 19. კოჯი სატო (იაპონია) - 238, 20. ჯოვანი ლორენცო (დომინიკის რესპუბლიკა) - 220... 125. შალვა ჯომარდაშვილი (საქართველო)... 243. ტარიელ ზანდუკელი (საქართველო)... 265. ერიკ ავლასტიმოვი (საქართველო)... 301. ბორის მდინარაძე (საქართველო)... 380. მიხეილ ხუციშვილი (საქართველო)... 486. ნიკოლოზ ღვინიაშვილი (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

qiSo
თქვენ რომ კომენტარი დაწერეთ ბრძოლა ჯერ არ იყო დაწყებული და რა დაეწერათ? წააგო ხურციძემ
tbiliseli
გაზეთს უშვებთ ხელების სამჯერ უნდა დავიბანო ისეთი ჭუჭყიანია,სულ აშავებს ხელს და დაწერეთ მაინც დასაწერი.
tbiliseli
ბრძოლის დღეა ვერ დაწერეთ ვერაფერი,შენიშვნა ლელოს ჩემგან რა,ქართველი კაცი ამხელა წარმატებასთან ახლოს არის და თვენ კიდევ არაფერს არ წერთ გაგიჟდება კაცი რა,არა გცხვენიათ???????????????
tbiliseli
მე გიორგი კანდელაკი მეგონა IBF ვერსიით ჩემპიონი,აბა მაშინ დიდი ამბავია ეს,ხურციძის შეხვედრა,ორმაგად დიდია რადგანაც სამი პრესტიჟული ვესიიდან ერთერთში პირველად ქართველს ააქვს შანსი ჩემპიონობის, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა გვაჩვენოს რომელიმე ტელევიზიამ ,რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობს,რადგანაც ყველა მხარეში უნდა ნახონ ეს შეხვედრა,ავთანდილ ხურციძეს წარმატებას ვუსურვებ და მჯერა პირველი ჩემპიონი გვეყოლება ჭBA ვერსიაში
bakari91
ვერსად შევძლებთ ამ ბრძოლის ნახვას?? საინტერესო საყურებელი იქნება!!!
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა