ევრო 2012. C ჯგუფი. II ტურის წინ
იტალიის ნაკრებმა ესპანელების წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა - ბევრმა იქამდე ჩამოწერილი "აძურა" ფავორიტებშიც კი დააბრუნა და შესაბამისად, ავანსებიც ბლომად გაიცა.

მოკლედ, ჩეზარე პრანდელის შეგირდები ოთხი-ხუთი დღეა, ქება-დიდებაში არიან და არა მარტო იმიტომ, რომ ესპანელებთან ქულა აიღეს; უფრო იმ თამაშის ხარისხის გამო, რომელიც ჩემპიონატის უდავო ფავორიტს შესთავაზეს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ავანსებს გამართლება სჭირდება და იტალიელებმა თავიანთი ძალა სწორედ ხორვატებთან უნდა წარმოაჩინონ - საკმაოდ ძლიერ გუნდთან, რომელმაც თავის მხრივ, პირველ შეხვედრაში ბევრი აღაფრთოვანა.

სლავენ ბილიჩის შეგირდებმა ირლანდიას არ დაუტოვეს შანსი და პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმე დაარღვევს ესპანურ-იტალიურ იდილიას, ეს სწორედ ხორვატიაა და გამომდინარე აქედან, დღევანდელი პაექრობა უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს.

მით უმეტეს, ესპანეთის ჯგუფში ჩარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია და გამოდის, რომ ხორვატია-იტალიის დაპირისპირება გადამწყვეტი ყოფილა...

იტალიელთა ბანაკში ყველაზე აქტუალური თემა კვლავაც ანდრეა ბარცალის ჯანმრთელობის მდგომარეობაა - უკანასკნელი ცნობით, "იუვენტინომ" ტრავმა, პრაქტიკულად, მოიშუშა და უკვე გუნდთან ერთადაც ივარჯიშა; თუმცა, ჯერ მაინც არაა ოპტიმალურ ფორმაში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ხორვატებთან პაექრობას გამოტოვებს.

სამაგიეროდ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარცალი ირლანდიელების წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.

სხვა მხრივ, აპენინელებთან სრული სიმშვიდეა - ყველა კარგ ხასიათზეა, მათ შორის, მარიო ბალოტელი, რომელიც იტალიაში საყოველთაო გაკიცხვის სუბიექტი გახლავთ; დიახ, მარიოს სწორედ იმ გაცუდებული მომენტისთვის აკრიტიკებენ, რის შემდეგაც პრანდელიმ მყისვე გაიყვანა მინდვრიდან.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, სენიორ ჩეზარე არც ტაქტიკას შეცვლის და არც შემადგენლობას - იტალიელები ხორვატებს 3-5-2 სქემით შეერკინებიან, შეტევის წინა ხაზზე კი კვლავაც ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის ტანდემს ვიხილავთ.

ბუნებრივია, თამაშში ჩართვის უპირველესი კანდიდატი ანტონიო დი ნატალე გახლავთ, რომელიც ესპანელებთან გოლით გამოირჩა.

არის ვარაუდი, რომ ემანუელე ჯაკერინის მარცხენა ფრთაზე ფედერიკო ბალცარეტი ჩაენაცვლება, მაგრამ პრანდელის სიტყვები სხვა რამეზე მეტყველებს - იტალიის ნაკრების თავკაცმა ჯაკერინი ყველასგან გამოარჩია და განაცხადა, რომ მან საუკეთესო თამაში ჩაატარა კარიერაში.

რაც შეეხებათ ხორვატებს, ისინი მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადებიან და აცხადებენ, რომ მოედანზე მხოლოდ სამი ქულისთვის გავლენ.

ამაში არის ლოგიკა, რადგან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ბალკანელები ესპანელებს ხვდებიან და იქ რომ ყველაზე მეტად გაუჭირდებათ ქულების აღება, ცხადზე ცხადია; შესაბამისად, ბილიჩის შეგირდებს იტალიასთან პაექრობაში სურთ საქმის მოთავება და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ.

ხორვატთა თავკაცი, სავარაუდოდ, 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს და ბურთის კონტროლზე გააკეთებს აქცენტს - ვნახოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება...

კომენტარები

სლავენ ბილიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): "იტალიასთან თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც მოახლოებული პაექრობა იქნება. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ "აძურამ" ესპანეთის ნაკრებს ტოლი არაფერში დაუდო და რიგ შემთხვევებში, ჯობდა კიდეც.

იტალია ფავორიტია. ეს საკამათო არაა, მაგრამ იოლად არც ჩვენ დავთმობთ რამეს. ფრე შესაძლოა, იყოს კიდეც მისაღები შედეგი, მაგრამ მოედანზე ყოველთვის სამი ქულისთვის გავდივართ და გამონაკლისი არც აპენინელებთან პაექრობა იქნება.

ჩვენი კოზირი? - ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, უფრო შეთამაშებული გუნდი გვყავს, ვიდრე იტალიელებს. ჩვენ ექვსი წელია, ერთად ვართ და სწორედ ეს არის მთავარი კოზირი".

ვედრან ჩორლუკა (ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი): "ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ასე იქნება.

იტალიას მეტოქის მოდუნება სჩვევია და შემდეგ გადამწყვეტი დარტყმის მიყენება - ამიტომ ყურადღებით გვმართებს ყოფნა, რათა ფატალური შეცდომა არ დავუშვათ. მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ხორვატიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და ურთულესი თამაშის მოლოდინში ვარ. ბალკანელები სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იხარჯებიან.

ძალიან უხერხული მეტოქეა, ეს ფაქტია და ამიტომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა წარმოვაჩინოთ. იქნება თუ არა მარიო ბალოტელი ძირითად შემადგენლობაში? - წარმოდგენა არ მაქვს".

ევრო 2012. C ჯგუფი. II ტური

პოზნანი. მუნიციპალური სტადიონი 20.00

იტალია-ხორვატია

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ბარცალი (იტალია).

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, დე როსი, კიელინი - მაჯო, მოტა, პირლო, მარკიზიო, ჯაკერინი - კასანო, ბალოტელი.

ხორვატია (4-4-2): პლეტიკოშა - სრნა, ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრინიჩი - რაკიტიჩი, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - იელავიჩი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი).

ბოლო 5 მატჩი

იტალია

იტალია-რუსეთი 0:3

იტალია-აშშ 0:1

იტალია-ურუგვაი 0:1

პოლონეთი-იტალია 0:2.

ევრო 2012

ესპანეთი-იტალია 1:1

ხორვატია

ნორვეგია-ხორვატია 1:1

ხორვატია-ესტონეთი 3:1

ხორვატია-შვედეთი 1:3

ხორვატია-თურქეთი 0:0.

ევრო 2012

ირლანდია-ხორვატია 1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი VS ირლანდია - შურისძიების წყურვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა