მსოფლიოს კლასიფიკაციაში "ბორჯღალოსნები" ამჟამად 70,26 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით წინ წაიწია და დღესდღეობით 70,26 ქულით მე-14 ადგილზეა.

ეს პროგრესი, უწინარესად, იმითაა განპირობებული, რომ აქამდე ჩვენს წინ მყოფმა იაპონიის ნაკრებმა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასის გათამაშებაში ზედიზედ ორი მატჩი წააგო და დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონელები, რომლებსაც ახალი მწვრთნელი ავსტრალიელი ედი ჯოუნზი ხელმძღვანელობს, ნოემბრის ტესტებზე თბილისში გვეწვევა.

ამდენად, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ასპარეზობენ ამომავალი მზის ქვეყნის შვილები სხვადასხვა რანგის ტურნირზე.

წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასის გათამაშებაში იაპონიის ნაკრებმა პირველ მატჩში ფიჯის ეროვნულ გუნდთან 19:25 წააგო. იაპონელთა მსგავსად, ნოემბერში თბილისში ფიჯელებსაც ვიხილავთ. მეორე ტურში ედი ჯოუნზის სამწყსო ტონგასთან დამარცხდა - 20:24. ფიჯი კი ვერას გახდა სამოასთან - 26:29.

ამრიგად, იაპონიამ მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, ფიჯი მე-15 საფეხურზე დამკვიდრდა, ჩვენი გუნდი კი, როგორც უკვე ვთქვით, მე-14 ადგილზეა.

იმ გუნდებიდან, ვინც წელს ტესტებზე გვეპაექრება, კლასიფიკაციაში მხოლოდ კანადის ნაკრები გვისწრებს, რომელმაც 72,92 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-13 საფეხურზეა. აშშ-ის ეროვნულ გუნდს კი 65,63 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

IRB-ის რეიტინგი

1. ახალი ზელანდია - 91,43 ქულა, 2. ავსტრალია - 86,42. 3. სამხრეთ აფრიკა - 84,97. 4. ინგლისი - 82,99. 5. უელსი - 82,89. 6. საფრანგეთი - 81,91. 7. არგენტინა - 80,36. 8. ირლანდია - 79,85. 9. სამოა - 77,23. 10. ტონგა - 76,19. 11. შოტლანდია - 75,86. 12. იტალია - 74,08. 13. კანადა - 72,92. 14. საქართველო - 70,26. 15. ფიჯი - 69,91. 16. იაპონია - 68,34. 17. აშშ - 65,63. 18. რუმინეთი - 64,54, 19. ესპანეთი - 61,63. 20. ნამიბია - 61,24. 21. რუსეთი - 61,07. 22. ურუგვაი - 60,95. 23. ბელგია - 59,17. 24. ჩილე - 58,32. 25. პორტუგალია - 57,75.

მეტოქეთაგან მხოლოდ კანადა გვისწრებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა