"მასიმ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა აშვეთიას; სუთიაშვილს კი, ხელშეკრულების მიხედვით, კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გათამაშება თითქმის ყველა დივიზიონში დასრულდა.

ერთადერთი შეხვედრა, რომელიც გასამართი დარჩა, ფედერალ 1 დივიზიონის ფინალია. აქ შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი" დაუპირისპირდება "კოლომიეს". ორივე გუნდმა ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური უკვე მოიპოვა, თუმცა დივიზიონის საუკეთესო გუნდის ვინაობა მაინც უნდა გამოვლინდეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა, გამორიცხული არ არის, რამდენიმე ქართველი მორაგბე დაიტოვოს. "მასიმ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა აშვეთიას; სუთიაშვილს კი, ხელშეკრულების მიხედვით, კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო.

ამასობაში ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიე" დატოვა და მეორე დივიზიონში გავარდნილ "ბრივთან" გააფორმა კონტრაქტი საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა გოდერძი შველიძემ. ამ კლუბში მომავალ სეზონში მასთან ერთად დავით ხინჩაგიშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი ითამაშებენ.

ელიტურ, პირველ დივიზიონში ხელმოცარული "ლიონი" დატოვა და მეორე დივიზიონში მოასპარეზე "დაქსში" გადაბარგდა კიდევ ერთი ქართველი შერკინების ბურჯი ტარიელ რატიანიძე. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე გუნდთან გააფორმა ხელშეკრულება "აჟენის" პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა. თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, მისი სახელი და გვარი სატრანსფერო სიებში აღარ ფიგურირებს, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ შეყლაშვილი "აჟენში" დარჩა.

სავარაუდოდ, თავიანთ კლუბებს დატოვებენ და ახალ გუნდებში განაგრძობენ კარიერას დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო) და გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი). სამივე ამჟამად საქართველოს ნაკრებშია და აშშ-ში იმყოფება. რომელ გუნდებში ითამაშებენ ისინი მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა