18-24 ივნისს ზაგრები ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის ევროპის პირველობას უმასპინძლებს
18-24 ივნისს ზაგრები ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

ხორვატიის მთავარ ქალაქში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული გუნდი ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს: ბექა ბუჯიაშვილი (50), ლაშა ტალახაძე (55), ლევან ქელეხსაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (76), სანდრო ამინაშვილი (84), ომარ გუსოშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120). ბერძენ-რომაელთა ნაკრების ღირსებას დავით სანიკიანი (50), რამაზ სურმანიძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია (66), ლაშა გობაძე (74), რობერტ ქობლიაშვილი (84), იაკობ ქაჯაია (96) და ლევან არაბული (120) დაიცავენ.

ერთი შეხედვით, ისე გამოდის, რომ თითქოს "თავისუფალთა" ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელიც და მისი ბერძენ-რომაელი კოლეგა ვლადიმერ ადეიშვილიც შემადგენლობის შერჩევისას საქართველოს პირველობის შედეგებს დაეყრდნენ, რადგან დასახელებულთა აბსოლუტური უმეტესობა ქვეყნის ჩემპიონია, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე - გამარჯვებულებმა მოგვიანებით რამდენიმე ტურნირში ისევ დაამტკიცეს, რომ იმსახურებდნენ ევროპირველობაზე წასვლას.

არის გამონაკლისებიც, რადგან ზოგმა ვერ გაამართლა ლიდერის სტატუსი და ისინი სხვებმა ჩაანაცვლეს. "თავისუფალთა" ნაკრებში ასეთი მხოლოდ გუსოშვილია, რომელიც ქვეყნის პირველობის ფინალში გიორგი მეშვილდიშვილთან.

მათ გუნდის სხვა წევრებთან ერთად მოგვიანებით, შინ თუ გარეთ, ოთხ ტურნირში იჭიდავეს და გუსოშვილმა ყველგან აჯობა კონკურენტს - რიგასა და ონში პირადი შეხვედრა მოუგო, აზერბაიჯანსა და თურქეთში კი შედეგით გადაუსწრო.

ბერძენ-რომაელთა გუნდში ორი არაჩემპიონია - დავითაია და ქობლიაშვილი. დავითაია წულუკიძესთან დამარცხდა, რომელიც მერე კვლავ მისთვის მშობლიურ 60 კილოგრამს დაუბრუნდა და იქაური კონკურენციიდან ამირან შავაძე ამოაგდო, დავითაიამ კი მომდევნო ტურნირებში დაამტკიცა, რომ სხვებზე ძლიერია. ქობლიაშვილი ქვეყნის პირველობის გადამწყვეტი შეხვედრა დავით ჩაკვეტაძესთან წააგო, თუმცა საერთაშორისო ტურნირები მასზე ძლიერად ჩაატარა.

ევროპის ჩემპიონატს "თავისუფლები" გახსნიან - 18 ივნისს 50, 60, 74და 96-ის ფალავნების აწონვაა, რომლებიც მეორე დღეს იჭიდავებენ. დანარჩენი ოთხეული 20-ში იასპარეზებს. 21-22 ივნისი გოგოების ტურნირს დაეთმობა, სადაც მონაწილე არ გვეყოლება, 23-24 ივნისი კი ბერძენ-რომაელთა საასპარეზო დღეა.

დღეების მიხედვით წონითი კატეგორიები აქაც ზუსტად ისევეა განაწილებული, როგორც - "თავისუფლებში".

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში "თავისუფალთა" ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 2 - ოქრო, 1 - ვერცხლი და 3 - ბრინჯაო. ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ, ბექა პეტრიაშვილი (74) მეორეზე გავიდა, თენგიზ ჩოჩიშვილი (60), თედო ებანოიძე (96) და გენო პეტრიაშვილი - მესამეზე. როგორც ვხედავთ, ამ მედალოსანთაგან გუნდში მხოლოდ გენო პეტრიაშვილი დარჩა, ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი კი აგვისტოში ოლიმპიადაზეც იჭიდავებენ.

ბერძენ-რომაელთა შარშანდელი ახალგაზრდული ევრომონაგარი 4 მედალია - 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. მაშინ კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ ცეცხლაძე (50) და საჩინო დავითაია (60) გახდნენ, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) კი მესამეზე გავიდნენ.

დღეს არც ერთი მათგანი არაა გუნდში, დათუნაშვილი კი, სავარაუდოდ, ოლიმპიადაზეც იჭიდავებს.

ახალგაზრდული გუნდები გაცხადდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა