საქართველოს 17 წლამდე ძიუდოისტ ვაჟთა და გოგონათა ნაკრები გორში ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გადის
საქართველოს 17 წლამდე ძიუდოისტ ვაჟთა და გოგონათა ნაკრები გორში ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გადის.

ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძეა. ვაჟებთან მისი თანაშემწეა გია რევაზიშვილი, გოგონებთან - კახა მოცრაძე.

კონტინენტის ჩემპიონატი 22-24 ივნისს მონტენეგროში უნდა გაიმართოს. ამ შეჯიბრებისთვის სათანადოდ მოსამზადებლად გუნდებმა ერთად გაიარეს მოსამზადებელი შეკრებები, იასპარეზეს შიდა სარეიტინგო ტურნირებზე, ქვეყნის პირველობაზე და საერთაშორისო ტურნირებში ანთალიასა და კიევში, საიდანაც შინ 14 - 14 მედლით დაბრუნდნენ. გთავაზობთ ინტერვიუს გია თენაძესთან.

- ბოლო ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება 5-ში დავიწყეთ და 19 ივნისს დავასრულებთ. სულ წლეულს ოთხი შეკრება გვქონდა - ორჯერ დუშეთში, ერთი ფიზიკური მომზადებისა ბაკურიანში და ახლა გორში.

- ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობა უკვე ცნობილია?

- ვაჟთა ნაკრებში შედიან: ირაკლი კუპატაძე, ერეკლე არხოზაშვილი (50 კგ), გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი (55), კობა მჭედლიშვილი, ბექა უდესიანი (60), ბაჩანა ბოლქვაძე (66), თამაზ კირაკოზაშვილი, ზურაბ ლომიძე (73), ბექა შერაზადიშვილი, ნიკა მოველიძე (81), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (90), გიორგი ძებისაშვილი, ზაზა გოჯიაშვილი (+90). გოგონა ორია - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე. ორივე 57 კგ-ში გამოვა.

- ნაკრები რა პრინციპით შეირჩა?

- გავითვალისწინეთ ყველა განვლილი შეჯიბრების, განსაკუთრებით, საქართველოს ჩემპიონატის შედეგები. გუნდში ყველა ღირსეული მოხვდა, გარდა ორისა - ვანო ჩურჩხელაშვილი (73) და ზაზა მეგრელიშვილი (66) ტრავმის გამო გამოგვაკლდნენ. ამ ეტაპზე მეგრელიშვილის სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავდა და მონტენეგროშიც ეს წონა ერთადერთი იქნება, სადაც ორი მონაწილე არ გვეყოლება.

- ყველაზე ძნელი რომელ წონებში იყო არჩევანის გაკეთება?

- 55 კგ-ში სამი დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობების მოჭიდავე გვყავდა - გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი და ერეკლე არხოზაშვილი. შეჯიბრებებზე ისინი მცირე გადანაცვლებებით, მაგრამ გამუდმებით კვარცხლბეკზე ხვდებოდნენ. ხან ერთს ჰქონდა უკეთესი შედეგი, ხან მეორეს, ხან მესამეს.

საბოლოოდ ამ წონაში კაციაშვილის და ნათათრალიშვილის გამოსვლა ვამჯობინეთ, არხოზაშვილი კი 50 კგ-ში შევუწყვილეთ ქვეყნის ჩემპიონ კუპატაძეს. ერთგვარი დილემის წინაშე ვიყავით 81 კგ-ში ფავორიტის გამოვლენისას.

აქ ბექა შერაზადიშვილს, ნიკა მოველიძესა და გიორგი ქურდიანს შორის გვიწევდა საუკეთესოს გამოვლენა. ისინიც დაახლოებით თანაბარ შედეგებს აღწევდნენ ტურნირებზე. ამიტომ პოლონეთში, ბოლო საერთაშორისო შეჯიბრებაზე სამივე წავიყვანეთ. შერაზადიშვილი ფინალში გავიდა და დანარჩენებს აჯობა.

ქურდიანსა და მოველიძეს შორის კი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა და გუნდში შერაზადიშვილთან ერთად დაიკავა ადგილი.

- ზოგადად, როგორ შეაფასებდით წლევანდელი ნაკრების შესაძლებლობებს?

- ჭაბუკთა ნაკრები თანაბარი ძალის ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული, სტაბილური გუნდია. თუმცა, შარშანდელის დარად, გამოკვეთილი ლიდერები აქ არ არიან. გასულ წელს ასეთები იყვნენ ღვინიაშვილი, თუშიშვილი და ჩოჩელი. ზოგადად, ამჟამინდელი გუნდიდან კი გამიჭირდება გამორჩევა, რომლებისგანაც სხვებზე უკეთეს შედეგს მოველი.

- გოგონებზე თუ ამყარებთ იმედს?

- ორი მონაწილით მხოლოდ იმიტომ მივდივართ, რომ ისინი უკეთესად არიან მზად მაღალ დონეზე საასპარეზოდ. მარი ჯანაშვილი ისეთ კარგ ფორმაშია, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საპრიზო ადგილზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. არ გაგიკვირდეთ, თუ გოგონებში ევროპის ჩემპიონითაც დავბრუნდეთ საქართველოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა