საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებასთან ერთად, თამაშები B ლიგაშიც განახლდა
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგის გათამაშებასთან ერთად, რომლის მეხუთე ტურის მიმოხილვა გასულ კვირაში შემოგთავაზეთ, განახლდა თამაშები B ლიგაშიც.

შეგახსენებთ, რომ აქ გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი.

დასავლეთ ზონაში ჯგუფური ეტაპი უკვე დასრულდა. პლეი ოფში ქუთაისის პირველ, მეორე და მესამე გუნდებთან ერთად ფოთის რაინდებმაც გააღწიეს.

პლეი ოფში რვა საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება. გადამწყვეტი ეტაპის მატჩები 6 სექტემბრიდან გაიმართება.

მანამდე კი მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა აღმოსავლეთ ზონაში გრძელდება. აქ A ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს "არმია", რომელმაც მეცხრე ტურში შინ გაანადგურა აუტსაიდერი თელავის "მუტრუკები" - 114:0. არმიელებს ახლა 41 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ თბილისის "ჯიქებს" შვიდი ქულით უსწრებს. "ჯიქებმა" ასევე დიდი ანგარიშით შეძლეს ბოლოხანს დაუძლურებული თბილისის "ყოჩების" დამარცხება - 53:0.

"ჯიქებს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა რუსთავის "ხარები", რომელმაც სტუმრად მოუგო თბილისის "ტორნადოს" - 30:7. სავარაუდოდ, პლეი ოფში გამსვლელი ორი ადგილისთვის ბრძოლა სწორედ ამ სამ გუნდს, "არმიას", "ჯიქებსა" და "ხარებს" შორის წარიმართება, რადგან მეოთხეადგილოსანი "ლელო 1" რუსთაველებს რვა ქულით ჩამორჩება.

ლელოელებმა მეცხრე ტურში მოულოდნელად წააგეს გათამაშების დებიუტანტთან, თბილისის "ჯვაროსნებთან" - 3:10. ამ მარცხის გამო "ლელო 1"-მა პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი

A ჯგუფი

ჯიქები-ყოჩები 53:0, ტორნადო-ხარები 7:30, ლელო 2-ივერია 0:28, არმია-მუტრუკები 114:0, ჯვაროსნები-ლელო 1 10:3

სატურნირო მდგომარეობა

1. არმია - 41 ქულა, 2. ჯიქები - 34, 3. ხარები - 32, 4. ლელო 1 - 24, 5. ტორნადო - 21, 6. ყოჩები - 20, 7. ჯვაროსნები - 19, 8. ივერია - 16, 9. ლელო 2 - 9, 10. ვეფხვები - 5, 11. მუტრუკები - 0.

ოთხ მატჩში 339:6 (83;0; 115:3; 141:0; 130:3)

B ჯგუფში მდგომარეობა ბევრად უფრო დაძაბულია. აქ პლეი ოფის ორ საგზურზე რეალურ პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს. ესენია: თბილისური გუნდები "ლოკომოტივი 1", "აკადემია", "ხულიგანა" და "არმაზი".

სატურნირო ცხრილს სათავეში 37 ქულით რკინიგზელთა პირველი გუნდი უდგას, რომელმაც მეცხრე ტურში დიდი ანგარიშით სძლია თბილისის "ჩოხოსნებს" - 83:0. ლოკომოტიველებს სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა "აკადემია", რომელმაც "თიბისი" გაანადგურა 115:3.

"ხულიგანასა" და "არმაზს", რომლებიც მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, 33-33 ქულა დაუგროვდათ.

"ხულიგანამ" მეცხრე ტურში დებიუტანტი თბილისის "წიქარა" მოსრა - 141:0. "არმაზმა" კი ასევე უჩვეულოდ დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად კასპის "თსუ ლომები" - 130:3.

ამავე ჯგუფში დედოფლის წყაროს "მიმინომ" შინ დაამარცხა თბილისის "ლოკომოტივი 2" - 21:12.

B ჯგუფი

აკადემია-თიბისი 115:3, თსუ ლომები-არმაზი 3:130, წიქარა-ხულიგანა 0:141, მიმინო-ლოკომოტივი 2 21:12, ლოკომოტივი 1-ჩოხოსნები 83:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლოკომოტივი 1 - 37 ქულა, 2. აკადემია - 34, 3. ხულიგანა - 33, 4. არმაზი - 33, 5. კახები - 25, 6. მიმინო - 18, 7. ჩოხოსნები - 14, 8. თიბისი - 12, 9. თსუ ლომები - 11, 10. ლოკომოტივი 2 - 1, 11. წიქარა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო