უეფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი გულშემატკივრების ქცევის გამო 120 ათასი ევროთი დააჯარიმა
უეფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი ჩეხეთთან ევრო 2012-ის პირველ მატჩში გულშემატკივრების ქცევის გამო 120 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ "სასჯელი 8 ივნისს, ვროცლავში გამართულ რუსეთი-ჩეხეთის მატჩზე რუსეთის გულშემატკივრების შეუსაბამო საქციელმა, მოედანზე ფეიერვერკების სროლამ, ასევე, დაუშვებელი შინაარსის მქონე ბანერების დემონსტრაციამ" გამოიწვია.

ამასთან, რუსეთის ნაკრებს შესაძლოა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ექვსი ქულაც დააკლონ, თუკი მსგავსი ინციდენტები განმეორდება. გამოსაცდელი ვადა ევრო 2016-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე გაგრძელდება.

რუსეთის საფეხბურთო კავშირს უეფას გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად სამი დღე აქვს.

უეფამ პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციასთან დაკავშირებით დისციპლინარული გამოძიების შესახებაც განაცხადა, რაც 12 ივნისს ვარშავაში პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე მომხდარი ინციდენტებითაა განპირობებული.

უეფა ასევე იძიებს იმ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, რუსი ფანების ნაწილმა ჩეხეთის ნაკრების შავკანიან მოთამაშეს, თეადორ გებრე სელასიეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც 30-ამდე რუსი ფანი პოლონეთი-რუსეთის მატჩის შემდეგ სტადიონის მომსახურე პერსონალს დაესხა თავს. უეფა ამ ფაქტსაც იძიებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ვარშავის ბრძოლა 2012 - პოლონეთ-რუსეთის არასაფეხბურთო დაპირისპირება [+VIDEO]

უეფამ რუსი ფანების მიმართ საქმე აღძრა

პოლონელ და რუს ფანებს შორის ომი მძვინვარებს - ვარშავაში სროლის ხმა ისმის!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა