ქალებს შორის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ნურჯან თაილანი ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის გამოყენებისთვის
ქალებს შორის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ნურჯან თაილანი ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის გამოყენებისთვის.

ამის გამო ის 2012 წლის ზაფხულის თამაშებს გამოტოვებს.

თურქეთის ძალოსნობის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ თაილანის სასჯელი უკვე შევიდა ძალაში და ის დაადასტურა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ.

თურქი სპორტსმენის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ეშინოდა 28 წლის ნურჯანის სამუდამო დისკვალიფიკაციის, მაგრამ ახლა აპირებს გაასაჩივროს ფედერაციის გადაწყვეტილება.

თაილანმა ვერ გაიარა 2011 წლის 26 ოქტომბერს აღებული დოპინგ-ტესტი. განმეორებითმა ანალიზმა დაადასტურა აკრძალული პრეპარატის გამოყენება. ჯერჯერობით უცნობია, რა დოპინგი გამოიყენა სპორტსმენმა.

თაილანმა ოლიმპიური ოქრო 2004 წელს ათენში 48-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა. ის პირველი თურქი ქალია, ვინც ოლიმპიადის მოგება შეძლო. გარდა ამისა, თაილანი ექვსჯერ იყო ევროპის ჩემპიონი, 2010 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო