ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელთა საბჭომ მხარი დაუჭირა "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" ბიზნესმენ ტომ ბენსონისთვის მიყიდვას
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელთა საბჭომ მხარი დაუჭირა "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" ბიზნესმენ ტომ ბენსონისთვის მიყიდვას.

NBA-მ ბენსონთან მოლაპარაკებები 2012 წლის აპრილში დაიწყო. ვარაუდობენ, რომ კლუბის ახალი მფლობელისთვის გადაცემის პროცესი ამ კვირის ბოლოს დასრულდება. ბენსონი, რომელიც ასევე ფლობს NFL-ის (ფეხბურთის ეროვნული ლიგა) კლუბ "ნიუ ორლეან საინტსს", "ჰორნეტსის" სანაცვლოდ 338 მილიონ დოლარს გადაიხდის.

ბენსონმა აგრეთვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ის იჯარით აიღებს "ნიუ ორლეან არენას" - მისი კლუბი აქ 2024 წლამდე ჩაატარებს NBA-ს მატჩებს.

2010 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, "ნიუ ორლეანი" NBA-ს მფლობელობაში იყო – ლიგამ გუნდი ჯორჯ შინისგან შეიძინა და დღემდე ახალ მფლობელს ეძებდა. გარიგების ძირითადი პირობა იყო "ჰორნეტსის" ლუიზიანას შტატში დატოვება. ბენსონმა ამის გარანტია მისცა ლიგის ხელმძღვანელობას.

2011-12 წლების სეზონში "ნიუ ორლეანმა" ბოლო ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში. "ჰორნეტსმა" 21 გამარჯვება მოიპოვა და 45 მატჩი წააგო.

NBA-ს ლეგენდარული მოთამაშე, ამჟამად სატელევიზიო ანალიტიკოსი ჩარლზ ბარკლი შეიძლება "ფილადელფიას" გენერალური მენეჯერი გახდეს, - წერს ამერიკული პრესა. ბარკლი ადრე რვა წლის (1984-92) განმავლობაში თამაშობდა "სიქსერზში". 49 წლის სპეციალისტს გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე არ "უთამაშია".

ამ მომენტისთვის "ფილადელფიას" გენერალური მენეჯერის პოსტი ედ სტეფანსკის უკავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა