უკრაინის მთავარი აეროპორტი - ბორისპოლი ფეხბურთის ქომაგებით გადაიტვირთა
უკრაინის მთავარი აეროპორტი - ბორისპოლი გადაიტვირთა ფეხბურთის ქომაგებით.

კიევის აეროპორტის ადმინისტრაცია და თანამშრომლები ძლივს აუდიან ათიათასობით გულშემატკივარს. ბევრი მათგანი კიევის გავლით მიფრინავს დონეცკში, სადაც 15 ივნისს გაიმართება უკრაინა-საფრანგეთის მატჩი.

ეს შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს.

კიევის აეროპორტში მიღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, თუმცა...

ერთმა ჩემმა კოლეგამ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალში, ღია კაფეში მაგიდაზე დატოვა ჩანთა ჩემს მიერ ნაჩუქარი ორი ბოთლი ქართული ღვინით და 20 წუთის განმავლობაში შორიდან უყურებდა.

კარგია, რომ არავინ მოიპარა ეს ჩანთა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები არც კი დაინტერესებულან, ვისი იყო ან რა იდო შიგ. ამის შესახებ მათ უთხრა კიდეც. ყურადღებით მოუსმინეს, მაგრამ უპასუხეს: ამდენი რამის გაკონტროლებას ვერ ვასწრებთო.

სერვისი კიევის აეროპორტში არ დაიწუნება, მაგრამ ნაკლიც ბევრია. ათასობით გულშემატკივარს და ტურისტს უჭირს უცხო ვალუტის გადაცვლა უკრაინულ გრივნაზე. გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა მინიმალურია და გრძელი რიგებია საბანკო მომსახურების ფანჯრებთან.

აეროპორტში რთულია მოძებნო ადგილი, სადაც შესაძლებელია მობილურის ან ნოუთბუქის დამუხტვა. სამაგიეროდ, ძალიან ბევრია ალკოჰოლური სასმელების დახლები და მოსაცდელ დარბაზებში მრავლად შეგხვდებათ ნასვამი და მობარბაცე ტურისტები. თუმცა ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

ხუთშაბათს საღამოს ჩვენ ჩავფრინდით კიევიდან დონეცკში. აქ კი ნამდვილად იგრძნობა, რომ ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის - 1976-81 წლებში დონეცკის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ეს იყო ის დრო, როცა არა მარტო თბილისის "დინამო", არამედ დონეცკის "შახტიორიც" ბრწყინავდა.

დონეცკში დამხვდნენ ჩემი უკრაინელი თანაკურსელები და სოხუმელი მეგობარი კონსტანტინე დოჩია, რომელიც 1994 წლიდან დონეცკშია და ჩართულია ადგილობრივ საფეხბურთო საქმიანობაში. დონეცკის ოლქში დაახლოებით 6 ათასი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც აქტიურად ქომაგობენ "შახტარს" და უკრაინის ეროვნულ ნაკრებს.

14 ივნისს, საღამოს, ჩვენ ვიმყოფებოდით დონეცკში, "დონბას-არენასთან" და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორი დიდი ინტერესია პარასკევის მატჩისადმი - ხელზე ბილეთები 150, 200 და 250 დოლარი ღირდა, სექტორისა და კატეგორიის მიხედვით.

ეს ფასი თითქმის სამჯერ აღემატება ბილეთის ოფიციალურ ფასს, მაგრამ ქომაგი ასეთ ძვირად ღირებულ ბილეთებს მაინც ყიდულობდა.

აქ ყველა ელოდება უკრაინის წარმატებას.

იდეალურად სრულყოფილი არაფერია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

თენგიზ პაჭკორია

კიევი-დონეცკი, სპეციალურად "ლელოსთვის"

ასევე იხილეთ:

უკრაინაში ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ფანებს ბინას უფასოდ სთავაზობს

ევრო 2012-მა მეძავთა რაოდენობა გაზარდა, სექსუალური მომსახურება კი გააიაფა

რა აუკრძალეს უკრაინულ მილიციას ევრო 2012-ის დღეებში

shoda
რა კომენტარი უნდა გაუკეთო ასეთ "კრეტინობას". რა მორალური უფლება გაქვს ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარო, თუ ავანტურისტი არა ხარ????
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა