ათიოდე დღეში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საოქტომბრო შესარჩევი მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას...

ათიოდე დღეში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საოქტომბრო შესარჩევი მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს მალტას ვმასპინძლობთ, 12-ში კი ლატვიას ვსტუმრობთ. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას მომდევნო კვირაში დაასახელებს. მანამდე კი სანაკრებო ამბებს გაეცანით.

დანაკლისით დავიწყოთ. მალტასთან მატჩში ნაკრებს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება. ზედმეტი ყვითელი ბარათის გამო ლობჟანიძე დისკვალიფიცირებულია, თუმცა ლატვიაში თამაში შეეძლება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ნაკრების თავკაცმა მალტასთან დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლაშა სალუქვაძე ათამაშოს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ქეცბაია კვლავ გამოიძახებს გურამ კაშიას, რომელსაც ჰოლანდიურ "ვიტესში" მშვენიერი დებიუტი ჰქონდა.

ეროვნულ გუნდში კვლავ ვიხილავთ ჯანო ანანიძეს, რომლის ნაკრებში გამოძახების თაობაზე გუშინ რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია...

რუსულ პრემიერლიგაში, ეგრეთ წოდებულ სპარტაკულ დერბიში (რომელიც მოსკოველებმა 2:0 მოიგეს), გოგიტა გოგუა ნალჩიკელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, ის მხოლოდ 75-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ძირითად შემადგენლობაში გოგუას არყოფნა გაგვიკვირდა და მიზეზით დავინტერესდით. როგორც გავარკვიეთ, გოგიტა მუხლის ტკივილმა შეაწუხა და 5 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია. მოსკოველებთან მატჩისთვის ის სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო. შესაბამისად, ნალჩიკის "სპარტაკის" თავკაცმა იური კრასნოჟანმა არ გარისკა და გოგუა ოდენ ბოლო 15 წუთით ათამაშა. ის ახლა კარგად არის და სანაკრებო მატჩებისთვის წესით პრობლემა არ უნდა ჰქონდეს...

გუშინ გაცნობეთ, რომ ლევან ყენია უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქეცბაია "შალკეს" შემტევ ნახევარმცველს საოქტომბრო მატჩებისთვის აუცილებლად გამოიძახებს. მართალია, ლევანს ტკივილი აღარ აწხებს, მაგრამ ჯერჯერობით შესაფერისი კონდიციებისთვის არ მიუღწევია. ამიტომ, მოცდაა საჭირო. რამდენიმე დღის შემდეგ ლევან ყენიას სანაკრებო შტაბიდან დაუკავშირდებიან და მისი საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა