"ლივერპულის" ახალმა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

"ლივერპულის" ახალმა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გუნდის შესახებ, მის სატრანსფერო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

"წითლების" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- სიგურდსონის "სუონსიში" იჯარა ჩემი იდეა იყო. ის მეორე წრეში შემოგვიერთდა და მომენტალურად ძალიან კარგად ათამაშდა. გულფიმ 7 გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებებში.

რაკი "სუონსის" ვწვრთნიდი, მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაც მსურდა და მის წარმომადგენლებთან ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. თუკი "ჰოფენჰაიმი" ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას საბოლოოდ გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელის დაინტერესებულთა გრძელი რიგი დადგება.

ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის "ლივერპულში" გადმოვიბირო. თუმცა ვითვალისწინებ, რომ მას სიტყვიერი შეთანხმება უკვე აქვს ჩემს ყოფილ კლუბთან. შესაბამისად, "სუონსის" ბევრად მეტი შანსი აქვს და ეს ასეც უნდა იყოს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოოთ და თუკი რამე შეიცვალა, მაშინვე მოვახდინოთ რეაგირება.

პოტენციური ახალწვეულების თემას ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდები. რამდენიმე ისეთ ფეხბურთელზე უკვე ვფიქრობ, რომელთაც სამომავლოდ შეუძლიათ პროგრესი და გუნდისთვის დახმარების გაწევა. ასეთები ცოტანი არ არიან. მე და კლუბის მესაკუთრეებს არჩევანის საშუალება ნამდვილად გვექნება.

ისეთი დიდი კლუბების შემთხვევაში, როგორიც "ლივერპულია", ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს მათ უამრავი ფეხბურთელისადმი მიაწერენ ხოლმე ინტერესს. ასეთია დღეს საფეხბურთო სამყარო. დარწმუნებული ვარ, რომ "ენფილდზე" თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს.

ჩვენი გუნდის ისტორია, მასშტაბი და სიდიადე, გუნდის დღევანდელი შემადგენლობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელებს უხარიათ ჩვენთან ყოფნა. თუმცა მარტო ფეხბურთელის ნება-სურვილი არაფერს წყვეტს. ჩვენ გვესმის, რა პოტენციალს ვფლობთ ახლა და ვფიქრობ, რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის გადაბირება კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

იმდენი საქმე დაგროვდა, რომ ყველაფრის მოგვარებას მთელი ზაფხული მოვუნდებით, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2-3 კარგ ფეხბურთელს აუცილებლად შევწვდებით.

პოტენციური ახალწვეულების გარდა, არის ფეხბურთელი, ვინც კარიერა "ენფილდზე" ხელახლა უნდა დაიწყოს, ესაა ჯო კოული. მე მას ესპანეთში შევხვდი და ვიცი, რომ დაბრუნება სურს. ის ძალიან ნიჭიერია, რაც მან "ლილში" გატარებული სეზონის განმავლობაში დაამტკიცა. ახლა მას აქვს შანსი, დაბრუნდეს "ლივერპულში" და თავისი ღირსებები ჩვენთანაც აჩვენოს. ის მოხარულიც კი იქნება, რომ თავისი შესაძლებლობები ყველას დაუმტკიცოს.

ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს. მგონია, რომ ისინი აქ არ იქნებოდნენ "ლივერპულის" დონესა და კლასს რომ არ შეესაბამებოდნენ. სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე მე ყველასგან შევეცდები მაქსიმალურის მიღებას, რათა საბოლოოდ გავერკვე, თუ რა პოზიციებზე მოვიწვიო ფეხბურთელები. ვინც უნდა იყოს ის, პირველ რიგში ჩვენს გუნდურ ფილოსოფიას უნდა შეესაბამებოდეს.

ახალ მწვრთნელს გუნდში ახალი იდეები მოაქვს. კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით პირველი ეტაპი არაჩვეულებრივი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ტაქტიკური მიდგომით მე მისგან სერიოზულად განვსხვავდები. იმედია, ჩემი ახალი სტილი და ახალი იდეები ბიჭებს მეტ სტიმულს გაუჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი