გუნდის რიგებში თამაშზე უარი NBA-ის ლეგიონერებმა - როდრიგ ბობუამ და იან მაინმიმ განაცხადეს
სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება ლონდონის ოლიმპიადას საფრანგეთის ნაკრები. ამ გუნდის რიგებში თამაშზე უარი განაცხადეს NBA-ის ლეგიონერებმა - როდრიგ ბობუამ და იან მაინმიმ. ისინი "დალას მავერიქსის" წევრები არიან.

ბობუას კლუბის ხელმძღვანელობამ სთხოვა თავი შეიკავოს ნაკრებში თამაშისგან, რადგან ორი წლის წინ, ეროვნულ გუნდში გამოსვლის დროს მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება მაინმის, ის ნაკრებში თამაშზე იმის გამო ამბობს უარს, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს "მავერიქსთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე.

ამასთან, ეჭვქვეშაა ოლიმპიადაზე რუსეთის "ლოკომოტივის" ცენტრის ალი ტრაორეს თამაში, რომელიც ამჟამად მუხლის ტრავმას მკურნალობს. "ჩიკაგოს" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ კი უბრალოდ გამოაცხადა, რომ კიდევ სამი კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ NBA-ის პლეი ოფის დროს მიღებული ტრავმები მოირჩინოს.

დავამატებთ, რომ ბობუასა და მაინმის არ უთამაშიათ 2011 წლის ევრობასკეტზე, ტრაორე და ნოა კი ფრანგების წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი კონტინენტის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა.

საფრანგეთმა ორი დაკარგა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა