ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

NBA. ფინალი: დეჟავიუ განსხვავებული შედეგით

NBA. ფინალი: დეჟავიუ განსხვავებული შედეგით

"მაიამიმ" ფინალური სერიის მეორე მატჩში "ოკლაჰომა" ანგარიშით 100:96 დაამარცხა

მეორე მატჩის დასაწყისი ძალიან ჰგავდა პირველს, თითქოს არც ყოფილა ორდღიანი შესვენება თამაშებს შორის.

ისევ ცუდად ისროდა იბაკა, ისევ დიდი ხანი შედიოდა თამაშში უესტბრუკი, რომელმაც პირველი ექვსი ტყორცნა ააცილა მიზანს. ისევ მიიღო თავისუფალი სროლის საშუალება ბატიემ, რომელმაც პირველ შვიდ წუთში ორი სამქულიანი ჩააგდო, მთლიანად მატჩში - ხუთი.

და ისევ "ოკლაჰომა" სერიოზულ სირთულეებს წააწყდა შეტევების ორგანიზების მხრივ.

წინა მატჩთან შედარებით ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ მასპინძლების პრობლემები გაცილებით სერიოზული გახლდათ. "თანდერმა" პირველი 12 სროლიდან 11 ააცილა, აგრეთვე ნახევარი მეოთხედის განმავლობაში ოთხი შეცდომა დაუშვა. შედეგად, სტუმრებმა მომაკვდინებელი სპურტით დაიწყეს მატჩი - 18:2.

სკოტ ბრუქსი მაქსიმალურად ცდილობდა თავისი შეგირდების გამხნევებას, მაგრამ "ოკლაჰომას" უიღბლობის სერია გაგრძელდა - ორ-ორი პერსონალური მიიღეს სასტარტო მეოთხედში უესტბრუკმა და დურანტმა.

საჭირო იყო საკადრო ცვლილებები და ბრუქსმა ექსპერიმენტებს მიმართა. დურანტის მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მასპინძლების ხუთეულმა უცნაური სახე მიიღო: ფიშერი, ჰარდენი, საფოლოშა, დურანტი და იბაკა. ექსპერიმენტმა გაამართლა - "მსუბუქმა" ხუთეულმა 10:2 გაქცევა მოაწყო და მეორე მეოთხედის შუისთვის სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა.

მაგრამ "თანდერმა" წარმატების განვრცობა ვერ მოახერხა, რადგან საპასუხო 7:0 სპურტი გამოეპარა და საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი დეფიციტით გავიდა. შეიძლება მეტიც ყოფილიყო, იბაკას ოთხი დაფარება რომ არ გაეკეთებინა. და შეიძლება ნაკლები, დუეინ უეიდს თამაშის რითმი რომ არ დაეჭირა.

"მაიამის" ერთ-ერთ ლიდერს ბევრს აკრიტიკებდნენ ცუდი პირველი ტაიმების გამო: ბოლო რვა შეხვედრაში დუეინმა პირველ ნახევარში ერთხელაც ვერ გადააბიჯა 10-ქულიან ზღვარს, ამჯერად კი პირველ ტაიმში მისი მონაგარი 13 ქულას შეადგენდა.

ასევე კარგი იყო "დიდი ტრიოს" მეორე წევრი კრის ბოში, რომელსაც უკვე დიდი შესვენებისთვის ორმაგი დუბლი ჰქონდა შესრულებული.

"ოკლაჰომას" სასაწრაფოდ უნდა ეპოვნა თავისი თამაში შეტევაში. პირველ ნახევარში 43 ქულა ამ გუნდის უარესი შედეგი იყო მიმდინარე პლეი ოფში. გარდა ამისა, კონტრშეტევების მოყვარულ გუნდს საწყის 24 წუთში არც ერთი სწრაფი იერიში არ ჰქონდა განხორციელებული.

ეს პრობლემა მეორე ტაიმშიც ბოლომდე ვერ მოგვარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სასტარტოში დაბრუნებული კრის ბოში, რომელმაც სამქულიანი ზონა გაამაგრა. შედეგად, "თანდერს" მთავარ იარაღად საშუალო და შორეული ტყორცნები დარჩა, თუმცა ამ მხრივადაც დრო და დრო პრობლემები იქმნებოდა. მაგალითად, დურანტმა მხოლოდ მესამე მეოთხედში ჩააგდო პირველი სამქულიანი, მანამდე კი მისმა ხუთმა ცდამ არ მიაღწია მიზანს.

უკეთ არც მისი პარტნიორები გამოიყურებოდნენ, ამიტომაც, თამაშიდან რეალიზაცია კარგა ხანი მოკრძალებულ 40 პროცენტს უდრიდა.

ამიტომაც მასპინძლები დიდი ხანი ვერ ახერხებდნენ მეტოქესთან მიახლოებას, უფრო მეტიც, ისინი ვერ გამოვიდნენ ორშნიშნა ჩამორჩენიდან. დურანტმა მეხუთე პერსონალური მეოთხე მეოთხედის სტარტზე მიიღო, ჰარდენმა პირველი ნახევარში 17-ქულიანი მონაგარის შემდეგ, ძირითადად შეტევაში პერსონალურებით დაგვამახსოვრა თავი, უესტბრუკმა გაუმართლებელი და უადგილო სროლების ტაქტიკას მიმართა და ბევრი შეტევა გააფუჭა.

ESPN-ის ერთ-ერთმა კომენტატორმა მატჩის მსვლელობისას კატეგორიული ტონით ურჩია "თანდერის" ხელმძღვანელობას: "გაცვალეთ უესტბრუკი!" ლეგენდარულმა მეჯიქ ჯონსონმა კი უესტბრუკს ყველაზე უარესი პლეიმეიკერი უწოდა, ვისაც კი NBA-ის ფინალებში უთამაშია.

ამდენი პრობლემის მიუხედავად, მასპინძლებმა არ დაივიწყეს თავიანთი ერთ-ერთი ძირითადი კოზირი - მატჩის ბოლო ნაწილის მონდომებით და წარმატებით ჩატარება. ამჯერადაც, თამაშის უფრო აგრესიულ სტილზე გადასვლამ და აგრეთვე, დურანტის ფენომენალურმა გამოსვლამ (მან მეორე ტაიმში ზედიზედ შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში), მასპინძლებს ჩამორჩენის თანდათან შემცირების საშუალება მისცა. მეორე ტაიმში "ოკლაჰომამ" აჯობა მეტოქეს სწრაფ გარღვევებში დაგროვილი ქულების რაოდენობით (11:0) და შეტევაში მოხსნებით (12:2).

საბოლოოდ, ჯეიმსისა და უეიდის ორი შეცდომისა და უესტბრუკის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, სირენამდე ორი წუთით ადრე "ოკლაჰომას" დეფიციტი მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა. ლებრონისა (ბოლო მეოთხედში თამაშიდან პირველი ჩაგდებული ბურთი) და დუეინის ზუსტი ტყორცნების შემდეგ, სცენაზე დურანტი გამოვიდა.

ჯერ გვერდითი ხაზიდან ბურთის შეტანის შემდეგ სამ წამში მოასწრო ჩაგდება, ცოტა ხანში, ფიშერის ჩაჭრის შემდეგ სამქულიანი მოათავსა კალათში. ლებრონის ანალოგიური პასუხი უშედეგო აღმოჩნდა და მასპინძლებს 13 წამი ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად.

რა თქმა უნდა, ბურთი სასწრაფოდ დურანტს მიაწოდეს, რომელსაც ლებრონი აქტიურად მეურვებოდა. კევინი ამჯერად არაზუსტი იყო და ჯეიმსის მიერ გამოყენებულმა ორმა საჯარიმომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესო სტატისტიკა

მიმდინარე პლეი ოფში "მაიამი" მესამედ აგებდა სერიას: 1:2 იყო "ინდიანასთან, 2:3 - "ბოსტონთან" და ახლა, 0:1 - "ოკლაჰომასთან". და სამივე შემთხვევაში, ფლორიდელები ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშით ათანაბრებდნენ ანგარიშს: "ინდიანასთან" მეოთხე მატჩში 40 ქულა დააგროვა, "ბოსტონთან" მეექვსეში - 45 და "ოკლაჰოლმასთან" გუშინ - 32.

კრის ბოშმა 16 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. ის პირველი მოთამაშეა "მაიამის" ისტორიაში, ვინც NBA-ის ფინალური სერიის მატჩებში მინიმუმ 15 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.

NBA. ფინალი

ოკლაჰომა-მაიამი 96:100

15:27, 28:28, 24:23, 29:22

ო: დურანტი (32), უესტბრუკი (27+8 მოხსნა+7 პასი), ჰარდენი (21), იბაკა (7+5 დაფარება), პერკინსი (4+8 მოხსნა), სეფოლოშა (3+5 მოხსნა+2 დაფარება), ფიშერი (2).

მ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+5 პასი), უეიდი (24+6 მოხსნა+5 პასი), ბატიე (17), ბოში (16+15 მოხსნა+2 დაფარება), ჩელმერსი (3+3 ჩაჭრა), კოული (2), ჯონსი (2), მილერი (2), ჰასლემი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43/47.4), სამქულიანები (34.6/42.9), საჯარიმოები (73.1/88).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

NBA. ფინალი: მეოთხე მეოთხედის სინდრომი

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...