ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. მეორე ტური
შეხვედრას შეეძლო მონაწილე გუნდების ბედის გადაწყვეტა. საბოლოოდ ასეც მოხდა: შვედეთის სიმპათიური გუნდი მეორე აღმოჩნდა 16 მონაწილეს შორის, ვინც პლეი ოფებისთვის ბრძოლა შეწყვიტა.

ეს სამწუხაროა თუნდაც იმიტომ, რომ ტრავმირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი მეორე ნახევრის დიდი ნაწილი მოედანზე მხოლოდ სიარულს ახერხებდა.

თუმცა ცალფეხა იბრაც იმუქრებოდა და თანაც არაერთხელ.

ტაქტიკა/სტრატეგია

შვედების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა პირველი მატჩის შემდეგ სერიოზული ცვლილებები შეიტანა გუნდში. ძირითადში სამი ახალი ფეხბურთელი აღმოჩნდა - ლუსტიგის, ტოივონენისა და როზენბერგის ნაცვლად იონას ოლსონი, იოჰან ელმანდერი და ანდერს სვენსონი გამოჩნდნენ.

წინდაწინ ვიტყვით, რომ ამით "ტრე კრუნურს" არაფერი მოუგია.

რაც შეეხება როი ჰოჯსონს, მან სკამზე გადასვა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ეშლი იანგი ფლანგის ნახევარმცველად დაწია, ძირითადში კი დენი უელბეკს ენდი კეროლი შეუწყვილა.

ამ გადაადგილებებმა კუნძულელებზე აშკარად დადებითად იმოქმედა.

საუკეთესო ფეხბურთელი

ტეო უოლკოტი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენ ტეო უოლკოტი მიგვაჩნია. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: სწორედ არსენალელის გამოსვლის შემდეგ დაეტყო ინგლისს, რომ შეტევაში ლამაზად თამაში შეეძლო.

29 წუთში ფეხბურთელმა გოლის გატანაც მოასწრო, შედეგიანი პასის გადაცემაც და შვედების დაწიოკებაც.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

ანდრეას გრანკვისტი

შვედეთის ცენტრალურმა მცველებმა საშინლად ითამაშეს. ანდრეას გრანკვისტზე უკეთესი უკანა ხაზში არც ოლოფ მელბერგი ყოფილა, მაგრამ ვეტერანმა ის მაინც მოახერხა, რომ ერთი გოლი გაიტანა.

სწორედ ანდრეასმა წააგო ბრძოლა კეროლთან პირველი გოლისას. დამაჯერებელი ის არც სხვა მომენტებში ყოფილა.

მსაჯი

35 წლის სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს. 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელებს არც ერთი ძალიან უხეში წესის დარღვევა არ უკადრიათ.

მაშინ კი, როცა საქმე ცოტა დაძაბულობისკენ მიდიოდა, არბიტრმა ჯერ მილნერი "გააყვითლა", მერე მელბერგი და სიტუაცია ისევ კონტროლის ქვეშ აიყვანა.

მწვრთნელების დუელი

ერიკ ჰამრენმა ინგლისელ ვიზავის სიურპრიზი მხოლოდ მეორე ნახევრის დებიუტში შესთავაზა, როცა მისმა შეგირდებმა 10 წუთში 2 გოლი შეაგდეს.

როი ჰოჯსონმა კოლეგას ადეკვატური პასუხი გასცა. სუსტად მოთამაშე ჯეიმს მილნერის ნაცვლად ტეო უოლკოტი შეუშვა და თამაში მოიგო.

ანალიზი

მატჩის პირველი წუთები შეიძლება ითქვას, რომ ბურთის უაზრო გორებაში გაილია. პირველი ხიფათის მაგვარი მარცხენა ფლანგზე ეშლი კოულს შეექმნა. გატანა პირველს სკოტ პარკერს შეეძლო, ვისაც ანდრეას ისაკსონმა გაჭირვებით აუღო.

შვედების მხრიდან სებასტიან ლარსონი გააქტიურდა. მან ჯერ თავით სცადა გატანა, მერე ფეხით. მალე ინგლისელების პასუხიც მოვისმინეთ - დენი უელბეკმა ცუდად დაარტყა.

მერე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სცადა გატანა, თუმცა გლენ ჯონსონმა ითამაშა კარგად.

გოლი მოულოდნელად გავიდა: სტივენ ჯერარდის ჩაწოდებას ენდი კეროლი გამოეხმაურა. ანდრეას გრანკვისტმა პოზიცია უიმედოდ წააგო. ინგლისელისთვის გატანაში ხელი არავის შეუშლია - 0:1.

ტაიმის მიწურულამდე მომენტები კიდევ იქმნებოდა. ყველაზე სახიფათო მათგან უელბეკის გაქცევა იყო, თუმცა მას წინ მელბერგი აღუდგა.

მთავარი სანახაობა მეორე ტაიმში ვიხილეთ. 49-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩის პასით კიმ ჩელსტრიომმა ახლო მანძილიდან დაარტყა, ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და 1:1.

ზუსტად 10 წუთში ოლოფ მელბერგმა სებატიან ლარსონის საჯარიმოს ჰარტის კარში ახლოდან მიუჩინა ადგილი - 2:1.

ინგლისის დაცვა ისევ ჩავარდა. 64-ე წუთზე უოლკოტმა ლამაზი ბურთი გაიტანა. მას აშკარად გაუმართლა, რომ ბურთს 7-8 ფეხბურთელი ეფარებოდა. ისაკსონს დარტყმის მომენტი გამოეპარა და შესაბამისად რეაქციაც დააგვიანა - 2:2.

78-ეზე კი უოლკოტმა და უელბეკმა პატარა შედევრი შემოგვთავაზეს. პირველმა დიდებული გარღვევა მოაწყო, მეორემ კი წარმოუდგენლად ტექნიკური დარტყმით მოახერხა კარის აღება. "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის თავდამსხმელმა ზეგამოცდილი ოლოფ მელბერგი პატარა ბავშვივით გააცურა - 2:3.

დასკვნა

ამრიგად, შვედეთმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, ინგლისი კი საფრანგეთის კვალად პლეი ოფის საგზურის მოპოვების ფავორიტად გადაიქცა.

როი ჰოჯსონის გუნდს 19 ივნისს, დონეცკის "დონბას არენაზე" უკრაინასთან უკვე ფრეც ჰყოფნის მეორე ადგილის გასანაღდებლად.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. მეორე ტური

კიევი. ოლიმპიისკი

შვედეთი-ინგლისი 2:3 (იხილეთ ვიდეო)

შვედეთი (4-4-1-1): ისაკსონი - ი. ოლსონი, გრანკვისტი (ლუსტიგი 66), მელბერგი, მ. ოლსონი - ელმი (ვილჰელმსონი 81), ჩელსტრიომი, სვენსონი, ლარსონი - იბრაჰიმოვიჩი - ელმანდერი (როზენბერგი 79)

ინგლისი (4-4-2): ჰარტი - ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული - მილნერი (უოლკოტი 61), ჯერარდი, პარკერი, იანგი - უელბეკი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 89), კეროლი

გოლები: 0:1 კეროლი (23), 1:1 გ. ჯონსონი (49-ს.კ-ში), 2:1 მელბერგი (59), 2:2 უოლკოტი

(64), 2:3 უელბეკი (78)

გაფრთხილება: მელბერგი, ი. ოლსონი, ა. სვენსონი - მილნერი

კარში დარტყმა: 9(6)-12(6); კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 0-0; ბურთის

ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 64 640

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

უკრაინა-საფრანგეთი 0:2 - უკრაინა წყალმა წაიღო [+VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა