თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის დისკრიმინაციულმა განცხადებამ მსოფლიო საჭადრაკო ოჯახი გახლეჩის პირას მიიყვანა
თურქულ სტამბოლში 27 აგვისტოს დაიწყება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, მაგრამ, შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ მას ბოიკოტი გამოუცხადოს.

რამდენიმე დღეა, საჭადრაკო ფედერაციები და საიტები ფართოდ ეხმაურებიან თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ალი ნიხატ იაზიჩის დისკრიმინაციულ განცხადებას.

ორი წლის წინათ, ხანტი-მანსიისკში, შვიდი ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციებმა (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, აშშ, უკრაინა, შვეიცარია და საქართველო) ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი არ დაუჭირეს კირსან ილუმჟინოვის კანდიდატურას. საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ერთ-ერთი ჩინოვნიკი - თურქი იაზიჩი, შესაძლოა, ილუმჟინოვის ფარული წაქეზებით, ამ ფედერაციებზე ჯავრს იყრის - საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ "შერისხული" შვიდი ქვეყნის არბიტრებს ოლიმპიადაზე სამსაჯოდ არ დავუშვებო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფიდეს საპროტესტო წერილებით მიმართეს ინგლისისა და რუსეთის საჭადრაკო ფედერაციებმა, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ და ევროპის ჭადრაკის კავშირმა, რომლებსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც შეუერთდა.

მიმართვებში ხაზგასმულია, რომ იაზიჩი არა მარტო ფიდეს ეთიკურ კოდექსს არღვევს, არამედ საფრთხეს უქმნის საჭადრაკო სამყაროს ერთიანობას, რადგან თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება დისკრიმინაციულ პოლიტიკურ აქტად აღიქმება.

არ არის გამორიცხული, რომ იაზიჩის მიერ შერისხულმა საჭადრაკო ფედერაციებმა ერთობლივად განიხილონ სტამბოლის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხი.

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ კირსან ილუმჟინოვს სთხოვა, ოფიციალურად შეაფასოს თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის მიმართვა: ეს მხოლოდ იაზიჩის პირადი ინიციატივაა თუ ფიდეს მესვეურთა ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს.

"ყველა შემთხვევაში, - ნათქვამია მიმართვაში. - მართებულად მიგვაჩნია აკრძალვის გაუქმება და შვიდივე ქვეყნის მსაჯებისთვის მუშაობის უფლების მიცემა.

ფიდეს მესვეურთ უნდა ეყოთ ვაჟკაცობა, სკანდალური განცხადების გამო მოუბოდიშონ ფედერაციებსა და ქომაგებს".

სამწუხაროდ, ფიდე დღემდე დუმს.

15 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს დავუკავშირდით.

"იაზიჩის გაუწონასწორებელმა განცხადებამ ჩვენც აღგვაშფოთა, ამიტომაც შევუერთდით ინგლისის ფედერაციის მიმართვას.

პოლიტიკური ან სხვა მოტივით დისკრიმინაცია დაუშვებელია. უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან.

ოლიმპიადაზე სამსაჯოდ ევროპის საჭადრაკო კავშირმა 10-კაციან სიაში ჩვენგან ლელა თანდაშვილი შეიყვანა, ხოლო პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ მარიკა ჯაფარიძეს გაუწია რეკომენდაცია...

რაც შეეხება ბოიკოტს, არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. იმედია, ფიდეს ხელმძღვანელები გონს მოეგებიან და ერთიან ოჯახს არ გახლეჩენ.

ჩინოვნიკების უგუნურობის გამო სპორტსმენთა დაზარალება მართებულად არ მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიადაზე მედლების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ბოიკოტი სტამბოლს? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა