საქართველოს თასის მფლობელი ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპისთვის ავსტრიაში, გრაცთან ახლოს ემზადება
14 ივნისს საქართველოს თასის მფლობელმა გორის "დილამ" ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება ავსტრიაში დაიწყო. გუნდი გრაცთან ახლოს მდებარე დასახლებაში ვარჯიშობს.

ცნობილი გახდა "დილას" ამხანაგური მატჩების განრიგი: კლუბის პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, გუნდი ავსტრიაში სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 22 ივნისს ბოსნიურ "სარაევოსთან", 24-ში გორელთა მეკარის მარინ სკენდერის ყოფილ კლუბთან, ხორვატიულ "ოსიეკთან", 26-ში კი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის "ჰარტბერგთან".

"კლუბთან ერთად ბევრ შეკრებაზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი პირობები არსად მახსენდება. სამი ისეთი მოედანია, ჩვენი მეკარე მარინ სკენდერი გაოცებული დარჩა, ამას ნამდვილად არ ველოდიო.

აქ წინა წლებში ემზადებოდნენ ბრემენის "ვერდერი", ლონდონის "არსენალი", ბერლინის "ჰერტა", მახაჭყალის "ანჟი", ისრაელის, ავსტრიის ნაკრებები. ჩვენს შემდეგ კი "ვესტ ჰემი" ჩამოდის", - ამბობს ჯორბენაძე.

შევიტყვეთ, რომ "დილაში" ვარჯიშობს მცველი ვალერი კაციტაძე, რომელიც 2003-2005 წლებში ლიტვის უმაღლესი ლიგის "ვილნიუსში" თამაშობდა, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ბოლო სეზონი კი ბოლნისის "სიონში" ჩაამთავრა.

ჯორბენაძემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისი თქმით, სიახლეების გამომზეურებას უახლოეს დღეებში აპირებენ.

რაც შეეხება მარინ სკენდერს, ხორვატმა მეკარემ "დილასთან" ახალი ერთწლიანი კონტარქტი გააფორმა.

მარინ სკენდერი - კიდევ ერთი წლით გორში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა