ლონდონის ტურნირის ფინალი სკანდალით დასრულდა
ქაოტურად განვითარდა მოვლენები გასულ კვირას ლონდონისა და ჰალეს ბალახის კორტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის გარდა, ამ ტურნირებზე მსოფლიოს ელიტის ყველა წარმომადგენელმა მოიყარა თავი, ტრიუმფატორები რეიტინგის ტოპ-ოცეულის მიღმა მყოფი ჩოგბურთელები აღმოჩნდნენ.

მსოფლიოს მეორე და მესამე ჩოგნები - რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი ჰალეში ჩავიდნენ და იქ ყველანი მათი ფინალის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ გულშემატკივრები ესპანელმა დააღალატა - მან ორ სეტში წააგო მეოთხედფინალი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, ფილიპ კოლშრაიბერთან. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ნახევარფინალში 34 წლის ტომი ჰაასთან დამარცხდა.

ჰაასის პროგრესი ჰალეში ყველაზე დიდ მოულოდნელობად მიიჩნიეს. თუმცა ერთ დროს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი მხოლოდ ფინალში გასვლით არ დაკმაყოფილდა და იქ საათსა და 35 წუთში დაამარცხა ფედერერი.

პირველ პარტიაში შვეიცარიელი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ტომიმ თანაფარდობა აღადგინა და ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა. მეორე პარტიაში ასევე დაძაბული ბრძოლა იყო და იქ როჯერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეცხრე გეიმი, რომელშიც ჰაასმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა - 7:6(5), 6:4.

ფედერერმა ვერ შეძლო ჰალეს ტურნირის მეექვსედ მოგება. სამაგიეროდ, გერმანელმა აქ მეორედ იმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში როჯერი ტომის 10:3-ს უგებს.

სკანდალით დასრულდა ლონდონის ტურნირის ფინალი. აქაც ბევრი სენსაცია მოხდა - "ქუინზ ქლაბის" კორტებზე ნაადრევი რაუნდებიდან გამოეთიშნენ ბრძოლას ენდი მიურეი, ტომაშ ბერდიხი, ჟო-ვილფრიდ ცონგა...

ასეთი მოულოდნელი შედეგების გამო ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ხორვატმა მარინ ჩილიჩმა და არგენტინელმა დავიდ ნალბანდიანმა.

პირველი სეტი სამხრეთამერიკელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო. მეორეში, 3:3-ზე, ნალბანდიანმა თავისი მოწოდება წააგო და გაბრაზებულმა ჩოგანი კორტზე დაახეთქა. შემდეგ სარეკლამო ბანერს წიხლი ჩასცხო, რომლის ნამსხვრევებმაც ხაზის მსაჯს ფეხი გაუჭრა (იხილეთ ვიდეო).

კორტზე ტურნირის მთავარი მსაჯი გავიდა და მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ არგენტინელს დისკვალიფიკაცია მისცა.

ჩილიჩმა სეზონში პირველი და პროფესიულ კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა.

დაჭრილი მსაჯი და დამარცხებული როჯერ ფედერერი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა