დამაჯერებლად მიიწევს მოტოგრანპრიში მეორე საჩემპიონო ტიტულისკენ ესპანელი ლორენსო
დამაჯერებლად მიიწევს მოტოგრანპრიში მეორე საჩემპიონო ტიტულისკენ ესპანელი ხორხე ლორენსო. 17 ივნისს სილვერსტოუნზე გაიმართა სეზონის მეექვსე გრანპრი და ლორენსომ მეოთხე ტრიუმფი იზეიმა. ამასთან, ესპანელმა ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო.

ბრიტანული უქმეები უცნაურად დაიწყო - შაბათს პოული ალვარო ბაუტისტამ მოიგო, თუმცა გუშინ სტარტზევე გაუშვა წინ სპისი და სტოუნერი. ყველაზე დიდ პროგრესს ჰეიდენმა მიაღწია, რომელმაც მეშვიდედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მეორე წრეზე დოვიციოზომ პედროსა ჩამოიტოვა უკან და მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა. ლიდერის რანგში სპისი აკავებდა კონკურენტებს, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა და სტოუნერი გაატარა. მეექვსე წრეზე ლორენსომ ჰეიდენს გაუსწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც ნიკიმ დოვიციოზოც და პედროსაც გაატარა.

გავიდა კიდევ ერთი წრე და ლორენსომ ლამაზი შეტევით ბაუტისტა ჩამოიტოვა უკან, რითაც სამუელში შეაღწია. სპისი ესპანელს მაშინვე დანებდა, რის შემდეგაც ლორენსო სტოუნერს გამოედევნა.

რბოლის კულმინაცია ფინიშამდე 9 წრით ადრე დადგა: რამდენიმე მოსახვევი სტოუნერმა და ლორენსომ ერთად გაიარეს, მაგრამ ხორხე უფრო სწრაფი აღმოჩნდა და პელოტონს სათავეში ჩაუდგა.

რბოლის დარჩენილ ნაწილში ესპანელი ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაშორდა ავსტრალიელს. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ის პედროსამ მოიგო.

ლორენსოს გარდა, რბოლის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა ბრიტანელი კელ კრატჩლოუ, რომელმაც ბოლო რიგიდან მეექვსე მივიდა ფინიშზე.

ბრიტანეთის გრანპრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 20 წრე; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +3,313; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +3,599; 4. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +5,196; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +11,531; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - +15,112; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +15,527; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +22,521; 9. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +36,138; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +41,328...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 140 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 115; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 101; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - 66; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 60; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 58; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 58; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 51; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 49; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - 37...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად