ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა. "პენტაკამპეონთა" ლეგენდარული თანამემამულე პელე ტყუილად არ აკრიტიკებდა დუნგასა და მის გუნდს. იმედია, "ფეხბურთის მეფე" მომავალშიც არ მოგვაკლებს შეფასებებს და ბრაზილიის ეროვნულ გუნდის მარცხზე უტყუარ დიაგნოზს დასვამს.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა. "პენტაკამპეონთა" ლეგენდარული თანამემამულე პელე ტყუილად არ აკრიტიკებდა დუნგასა და მის გუნდს. იმედია, "ფეხბურთის მეფე" მომავალშიც არ მოგვაკლებს შეფასებებს და ბრაზილიის ეროვნულ გუნდის მარცხზე უტყუარ დიაგნოზს დასვამს.

ინტერვიუში, რომელიც გერმანულ ჟურნალ "11 ფროინდე" ("11 მეგობარი") გამოქვეყნდა, პელე საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს ზოგადად მუნდიალსა და არგენტინის ნაკრებზე, რომელსაც მისი ისტორიული "მტერი" დიეგო მარადონა წვრთნის. აი, ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:

"მარადონასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ, ვფიქრობ, ის ცუდი მწვრთნელია. მისი ცხოვრების წესი არავისთვისაა სამაგალითო და შესაბამისად, ასეთი ადამიანების ხელში გუნდები წარმატებებს ძალიან იშვიათად აღწევენ ხოლმე".

შემდეგ მას შეახსენებენ, რომ მარადონას გუნდი მეოთხედფინალშია: "ეს იმიტომ, რომ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავს, რომლებიც მწვრთნელის გარეშეც მიაღწევენ წარმატებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ ლიონელ მესი ჰყავთ, რომელიც მეტოქის მცველების ყურადღებას იქცევს და ამით სხვა, ასევე არანაკლებ ვარსკვლავებს თავისუფალ სივრცეებს უქმნის".

საინტერესოა პელე აზრი არგენტინის ნაკრების მეტოქე გერმანიაზე: "აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში გერმანულმა ფეხბურთმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. გერმანიის ნაკრებმა ორი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან კარგი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. ახლა კი, ბუნდესგუნდში საერთოდ ახალი და ყველასათვის უცნობი ფეხბურთელები ბრწყინავენ. მაგალითად, იოზილი და კიდევ ის, რა ჰქვია?"...

პელეს შეახსენეს თომას მიულერი: "დიახ, "ბაიერნში" რომ თამაშობს, იმ მიულერს ვგულისხმობ. იცით, რომელ ფეხბურთელებს მაგონებენ იოზილი და მიულერი? ოვერატს და ლიტბარსკის. მათ დრიბლიორობაც შეუძლიათ, შესანიშნავი პასების ჩამორიგებაც და შეტევების დაგვირგვინებაც. მოკლედ, გერმანიის ნაკრების თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს".

პელეს სრული ინტერვიუ წაიკითხეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა