შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი თბილისის "ლელოს" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა
შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რომელიც "შევარდენის მორაგბეთა სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა, თბილისის "ლელოს" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

შეჯიბრებაში საქართველოს 12 კლუბი ასპარეზობს. აქედან ხუთი სხვადასხვა რეგიონიდანაა. ესენია: "ბათუმი", ოზურგეთის "არწივები", ფოთის "რაინდები", ქუთაისური გუნდები "აია" და "ბაგრატი".

ლელოელებმა ჯგუფური ტურნირი უპრობლემოდ გადალახეს, თითქმის ყველა მეტოქეს იოლად სძლიეს. ტურნირის გამარჯვებულს დიდად არც პლეი ოფში გასჭირვებია. "ლელომ" ნახევარფინალში ქუთაისის "აიას" 33:7 მოუგო, ფინალში კი თბილისის "აკადემია" დაამარცხა 27:12.

პირველი ეტაპის მესამეადგილოსნის ვინაობა ქუთათურთა დავაში გაირკვა. უმაღლესლიგელმა "აიამ" თანაქალაქელ, პირველლიგელ "ბაგრატს" 12:5 მოუგო.

შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი მომდევნო უქმეებზე გაიმართება.

A ჯგუფი

რაინდები-ჯიქები 0:40, ხულიგანა-ლელო 0:21, ბათუმი-აკადემია 0:28, ლელო-ჯიქები 28:7, რაინდები-აკადემია 7:33, ბათუმი-ხულიგანა 36:0, აკადემია-ჯიქები 17:0, ბათუმი-ლელო 7:33, ხულიგანა-რაინდები 19:5, ლელო-აკადემია 24:7, ხულიგანა-ჯიქები 7:14, ბათუმი-რაინდები 38:0, ხულიგანა-აკადემია 17:14, რაინდები-ლელო 0:59, ბათუმი-ჯიქები 26:5.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლელო - 10 ქულა, 2. აკადემია - 6, 3. ბათუმი - 6, 4. ჯიქები - 4, 5. ხულიგანა - 4, 6. რაინდები - 0.

B ჯგუფი

ბაგრატი-არმაზი 28:17, ყოჩები-აია 7:29, ლოკომოტივი-არწივები 49:0, აია-არმაზი 21:19, ბაგრატი-არწივები 43:7, ლოკომოტივი-ყოჩები 14:14, არწივები-არმაზი 14:19, ლოკომოტივი-აია 14:17, აია-არწივები 21:7, ლოკომოტივი-ბაგრატი 28:15, ყოჩები-ბაგრატი 15:21. ყოჩები-არმაზი 19:12, ბაგრატი-აია 19:14, ყოჩები-არწივები 29:7, ლოკომოტივი-არმაზი 17:7.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაგრატი - 8 ქულა, 2. აია - 8, 3. ლოკომოტივი - 7, 4. ყოჩები - 5, 5. არმაზი - 2, 6. არწივები - 0.

ნახევარფინალი

ლელო-აია 33:7, აკადემია-ბაგრატი 24:7

III ადგილისთვის

აია-ბაგრატი 12:5

ფინალი

ლელო-აკადემია 27:12

საბოლოო მდგომარეობა

1. ლელო, 2. აკადემია, 3. აია, 4. ბაგრატი, 5. ლოკომოტივი, 6. ბათუმი, 7. ჯიქები, 8. ყოჩები, 9. ხულიგანა, 10. არმაზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია