ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშები გაუქმების პირას არის მისული. სამი დღის განმავლობაში, ნიუ დელიში სპორტული ობიექტების ნაწილი დაინგრა, რის შემდეგაც საშიში გახდა ამ გრანდიოზულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშები გაუქმების პირას არის მისული. სამი დღის განმავლობაში, ნიუ დელიში სპორტული ობიექტების ნაწილი დაინგრა, რის შემდეგაც საშიში გახდა ამ გრანდიოზულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნიუ დელიში ჩამოინგრა მშენებარე ხიდი, რომელსაც ჯავაჰარლალ ნერუს სახეობის სტადიონი პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილთან უნდა შეერთებინა. ხუთი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია, სულ კი 23 ადამიანია დაჭრილი. ყველანი მუშები არიან.

ხიდს სწორედ თამაშებისთვის აშენებდნენ. მისმა ნგრევამ კიდევ ერთხელ წამოჭრა ამ სპორტული ფორუმის ნორმალურად ჩატარების საკითხი. მით უმეტეს, რომ აქამდე მოსამზადებელი სამუშაოები გრაფიკის მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მიმდინარეობდა. ამას ისიც დაემატა, რომ ახალი ზელანდიის, კანადის, შოტლანდიისა და ირლანდიის წარმომადგენლებმა მათთვის შეთავაზებულ საცხოვრებელ პირობებს "უვარგისი"უწოდეს: მათი თქმით, ოლიმპიურ სოფელში სიბინძურეა, პრობლემებია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მხრივ, პრაქტიკულად არ არსებობს ინტერნეტი და მობილური კავშირი...

აქვე შეგახსენებთ, რომ დიდ ეჭვს იწვევს ათლეტთა უსაფრთხოების დაცვის საკითხი. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია ("ინდოელი მოჯაჰედები") თამაშებს ტერაქტებით დაემუქრა. საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ავსტრალიური Channel 7-ის რეპორტიორმა - მან უპრობლემოდ შეიტანა ჯავაჰარლალ ნერუს სტადიონზე ჩემოდანი, რომელშიც შეიძლება ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო. მან ეს პროცესი კამერით გადაიღო. ნიუ დელის მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ვიდეოს გადაღებისას სტადიონის ტერიტორიას არ იცავდნენ და უსაფრთხოება სათანადო დონეზეა ორგანიზებული.

ამ ყველაფრის კულმინაცია გახდა გუშინ მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი - ჩამოინგრა თამაშების მთავარი არენის - ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის სტადიონის ჭერი. პოლიციის ინფორმაციით, 60-სანტიმეტრიანი ბეტონის სამი კვადრატული ფილა ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ძალოსნების სექტორი მდებარეობს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამ ინციდენტებისა და ბრალდებების მიუხედავად, ინდოეთის სპორტის მინისტრი ჰიუ რობერტსონი დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემა თამაშების დაწყებამდე მოგვარდება. სტარტი 3 ოქტომბერს არის დანიშნული.

ამასობაში, BBC News იუწყება, რომ ინგლისის ნაკრების სამმა წამყვანმა სპორტსმენმა უარი თქვა ინდოეთში გამგზავრებაზე. ქალებს შორის 400 მეტრზე სირბილში პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონმა კრისტინ ოჰურუოგუმ სეზონის მსვლელობისას მიღებული ტრავმა მოიმიზეზა, იგივე მიზეზი დაასახელა 1500 მეტრზე სირბილში თანამეგობრობის წინა თამაშების ჩემპიონმა - ლიზა დობრისკიმ. სამხტომში მსოფლიოს ჩემპიონმა ფილიპ აიდუომ კი განაცხადა, რომ საკუთარი უსაფრთხოება ურჩევნია თამაშებში მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა