ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ჯგუფი D. III ტურის წინ
საფრანგეთისა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და 17 პაექრობას ითვლის; აქედან 8 შეხვედრა ფრანგთა გამარჯვებით დასრულდა, 4 მატჩი შვედებმა მოიგეს, 5 კი ფრედ დასრულდა.

ფავორიტად თითქმის ყოველთვის "მამლები" გახლდნენ მიჩნეულნი და გამონაკლისი არც ახლანდელი ჯახი იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვედები უმოტივაციოდ არიან დარჩენილნი, ფრანგებს კი მეოთხედფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი აკლიათ.

სატურნირო ცხრილი

D ჯგუფში ფრანგებს ყველაზე კომფორტული მდგომარეობა აქვთ, პირველი ადგილი უკავიათ და უკანასკნელ შეხვედრაში უმოტივაციოდ დარჩენილ აუტსაიდერებს ეთამაშებიან.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლორან ბლანის შეგირდებმა მინიმუმ ერთი ქულა უნდა აიღონ, რაც მეოთხედფინალში გასასვლელად სრულიად საკმარისი იქნება.

თუმცა ფრანგებს პირველი ადგილის დაკავება სურთ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ შვედებთან სამი ქულა აიღონ.

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის ნაკრები მარცხის შემთხვევაშიც შეიძლება გავიდეს პლეი ოფში - ეს იმ პირობით, თუ უკრაინა ინგლისს მოუგებს და ბურთების შეფარდება გალებს ბრიტანელებზე უკეთესი ექნებათ.

მოკლედ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში იასპარეზებს, აი, შვედებს კი არაფერი ეშველებათ.

მატჩის წინ

საფრანგეთში დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გუნდი შვედებს აუცილებლად დაამარცხებს და ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს; გულშემატკივრებს ასეთი ოპტიმიზმის საბაბი ნამდვილად აქვთ, რადგან მათი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით შესანიშნავად ასპარეზობს.

ბუნებრივია, უფრო ფრთხილი პოზიცია აქვს არჩეული ლორან ბლანს და აცხადებს, რომ პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ამ გზაზე ბლანი ისევ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ისევ ქარიმ ბენზემას გაამწესებს.

რა თქმა უნდა, ფორვარდის უკან ფრანკ რიბერი, სამირ ნასრი და ჟერემი მენეზი გაირჯებიან. საფრანგეთის ნაკრებს 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ამ გუნდის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია - აბსოლუტური რეკორდი, ანუ 30 მატჩი დაუმარცხებლად, ემე ჟაკეს ფორმაციის საფრანგეთს ეკუთვნის.

სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბლანის გუნდმა აღნიშნული შედეგი გაიმეოროს. ვნახოთ...

შვედეთის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, მაგრამ ეს გუნდი მაინც იქცევს ჟურნალისტთა ყურადღებას... ჯერ ერთი, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამართა მინი-ბრიფინგი და განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც გააგრძელებს.

ამასთან, შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ერიკ ჰამრენს კონტრაქტი არ შეუწყვიტა. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სკანდინავიელებს ისევ ჰამრენი გაუძღვება, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთი ახალი ასისტენტი დაემატება.

მოკლედ, სკანდინავიელთა ბანაკში სრული სიმშვიდეა და კომენტარებიც შესაბამისი კეთდება...

კომენტარები

ერიკ ჰამრენი (შვედეთის ნაკრების მწვრთნელი):

"ცუდად არცერთი თამაში არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დავკარგეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უკანასკნელ პაექრობას დიდი ენთუზიაზმით ჩავატარებთ და ვეცდებით, რომ კარი მაინც გავიჯახუნოთ.

საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და სწორედ მათთან გვსურს დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები".

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთის ნაკრები):

"ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სანაკრებო კარიერა კიდევ მინიმუმ ორი წლით გავაგრძელო. მსურს, შვედეთის უმთავრეს გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზო და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ურიგოდ არ ვასპარეზობთ, მაგრამ წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვეცდებით, საფრანგეთთან წარმოვაჩინოთ საუკეთესო შესაძლებლობები".

ლორან ბლანი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი):

"ბევრმა უკვე გაგვიყვანა მეოთხედფინალში, მაგრამ ასეთი მიდგომით შეიძლება ცხვირი წავიმტვრიოთ. მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რადგან შვედებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ.

ჩვენი კოზირი შეტევა და სისწრაფეა, რაზეც არც ამჯერად ვიტყვით უარს. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. III ტური

19.06. კიევი. ოლიმპიური სტადიონი. 22.45

შვედეთი-საფრანგეთი

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: არავინ.

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-1-1): ისაკსონი - გრანკვისტი, მელბერგი, ი. ოლსონი, მ. ოლსონი - ლარსონი, ჩელსტრიომი, სვენსონი, ელმი - იბრაჰიმოვიჩი - ელმანდერი.

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებიუში, კოშელნი, მექსესი, კლიში - მვილა, დიარა - რიბერი, ნასრი, მენეზი - ბენზემა.

მსაჯი: პედრო პროენშა (პორტუგალია).

ბოლო 5 მატჩი

შვედეთი

ხორვატია-შვედეთი 1:3

შვედეთი-ისლანდია 3:2

შვედეთი-სერბეთი 2:1

ევრო 2012

უკრაინა-შვედეთი 2:1

შვედეთი-ინგლისი 2:3

საფრანგეთი

საფრანგეთი-ისლანდია 3:2

საფრანგეთი-სერბეთი 2:0

საფრანგეთი-ესტონეთი 4:0

ევრო 2012

საფრანგეთი-ინგლისი 1:1

უკრაინა-საფრანგეთი 0:2

ბლანი: ყველაფერი ჩვენ ხელთაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი VS უკრაინა - უეინ რუნი მზადაა, ანდრეი შევჩენკო საეჭვოა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს