რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში IRB-ის ერთა თასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც, პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, მასპინძელთა ნაკრებმა გაიმარჯვა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში IRB-ის ერთა თასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც, პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, მასპინძელთა ნაკრებმა გაიმარჯვა.

რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტია, სამივე შეხვედრა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.

"მუხის ფოთლებმა" ბოლო შეხვედრაში უშუალო კონკურენტი იტალიის A ნაკრები დაამარცხა 17:13. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრაში რუმინელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა შერკინების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეთაგან ძალიან ცუდად იასპარეზა პორტუგალიელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც სამიდან სამივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა. მესამე ტურში "ლობუშები"'დიდი ანგარიშით დამარცხდნენ ურუგვაის ნაკრებთან - 7:35.

სამი მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა რუსეთის ეროვნულმა გუნდმა და ბოლოსწინა ადგილს დასჯერდა. მესამე ტურში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა არგენტინის A ნაკრებთან 9:33 წააგეს. შეგახსენებთ, რომ რუსთა რიგებში ეროვნებით ორი ქართველი, ვალერი ცნობილაძე და პავლე კვერნაძე თამაშობს.

სატურნირო მდგომარეობა

1. რუმინეთი - 12 ქულა, 2. არგენტინა A - 10, 3. იტალია A - 10, 4. ურუგვაი - 6, 5. რუსეთი - 4, 6. პორტუგალია - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა