კახეთის რეგიონულ ფედერაციას მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გუნდის გამოყვანა დაევალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით, თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

1968 წელს გახსნილი სტადიონი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და აქედან გამომდინარე, სამუშაოები საკმაოდ საფუძვლიანად უნდა წარიმართოს.

სახელმწიფოსა და სფფ-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, "გივი ჩოხელზე" უმაღლესი ხარისხის მინდვრის საფარის დაგება რამდენიმე თვის წინ გადაწყდა. თელავის სტადიონზე 200-ამდე ბავშვი ვარჯიშობს და იმ მიზნით, რომ მოედანმა დატვირთვას გაუძლოს, სტადიონზე ხელოვნურსაფარიან მოედანს დააგებენ. მთავარი მოედნის გვერდით მდებარე ბუნებრივი საფარი კი შენარჩუნდება და მოწესრიგდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ძირითად მოედანზე ხელოვნურსაფარიანი მინდვრის დაგებას ის ბერძნული კომპანია უზრუნველყოფს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთი მოედანი გააკეთა. დამხმარე მოედანს კი სფფ-ის სპეციალისტები მათ ხელთ არსებული სპეცტექნიკით გააკეთებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ კახეთის რეგიონულ ფედერაციას დაევალა, მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში აუცილებლად გამოიყვანოს ერთი გუნდი. როგორც იცით, ბოლო წლებში კახეთს უმაღლეს და პირველ ლიგაში წარმომადგენელი არ ჰყოლია.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ახალი ბურთები გადასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
რას ქვია "თელავში არა და რუსთავში"? შენ მოგზავნილი ხომ არა ხარ? მეტალურგ ააქვს თუ არა მე მკითხე თელავზე უფრო ძალიან მადარდებს? "ტელავში სტადიონის გაკეთებას რუსთავში ჯობია " რას ნიშნავს? მასე ხო იცი ვინ ლაპარაკობენ? აზრზე მოდი, გუშინდელი გამოძერწილი "რუსთავი" შეადარე ძველ ისტორიულ ქართულ ქალაქს? რა დონეზე გაბლატავდით ან რამ გაგაბლატავათ ესე
metalurgi fan
ბაზარი არ არის ხალხნო კარგი საქმე კეთდება მარა თელავში სტადიონის გაკეთებას საქართველოში არის გუნდები რომლებსაც სტადიონი არააქვთ, მაგალითად მეტალურგი, რუსთავში იცით რო ევროპის ლიგის მატჩებს ვერ ვმართავთ, ასეთ გუნდს უნდა სტადიონი თორე თელავს გამოუჩნდება პატრონი რომელიც სტანდარტულს გააკეთებს!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა