მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა ასეულში მხოლოდ ორი ქალია
ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგს. ამ სიას ყოველწლიურად ჟურნალი "ფორბსი" აქვეყნებს.

გამოცემის მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის ივნისამდე მეივეზერმა 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ ფლოიდმა ამ პერიოდში მხოლოდ ორი ბრძოლა ჩაატარა, რომელიც საერთო ჯამში საათზე ნაკლები გაგრძელდა.

რეიტინგში მეორე ადგილიც მოკრივეს უკავია - ფილიპინელ მენი პაკიაოს. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 62 მილიონი დოლარი შეადგინა. მეივეზერმა და პაკიაომ, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებს უწოდებენ, არაერთხელ სცადეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარებაზე მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, რომელიც 2001 წლიდან მოყოლებული აღნიშნული რეიტინგის უცვლელი ლიდერი იყო, ამჯერად მხოლოდ მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში ვუდსმა 59.4 მილიონი დოლარი მიიღო - 16 მილიონით ნაკლები გასულ წელთან შედარებით. 2009 წლის რეიტინგთან შედარებით, ვუდსის შემოსავალმა ორჯერ დაიკლო.

კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მეოთხეა 53-მილიონიანი შემოსავლით. ხუთეულში შედის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, რომელმაც თავისი საბანკო ანგარიში 52.7 მილიონით შეავსო.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში აგრეთვე შევიდნენ: კალათბურთელი კობი ბრაიანტი (52.3 მილიონი, მე-6 ადგილი), გოლფისტი ფილ მიკელსონი (47.8), ფეხბურთელები დევიდ ბექჰემი (46) და კრიშტიანო რონალდო (42.5), აგრეთვე, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე პეიტონ მენინგი (42,4).

ასეულში მხოლოდ ორი ქალი სპორტსმენი მოხვდა. ორივე ჩოგბურთელია: მარია შარაპოვა და ნა ლი. "ფორბსის" გამოთვლებით, რუსმა 27.6 მილიონი გამოიმუშავა და რეიტინგში 26-ე ადგილზეა, ჩინელის შედეგები უფრო მოკრძალებულია - 18.4 მილიონი და 81-ე ადგილი.

სულ კლასიფიკაციაში სპორტის 11 სახეობის წარმომადგენელს ვხედავთ. ლიდერობს ამერიკული ფეხბურთი, რომელმაც სიაში 30 სპორტსმენი მიავლინა. მეორეზეა კალათბურთი 13 სპორტსმენით.

რეიტინგის ასივე წევრის ჯამური შემოსავალი 2.6 მილიარდი დოლარია.

TOP-30

1. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) 85 მლნ

2. მენი პაკიაო (კრივი) 62 მლნ

3. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) 59,4 მლნ

4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) 53 მლნ

5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) 52,7 მლნ

6. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) 52,3 მლნ

7. ფილ მიკელსონი (გოლფი) 47,8 მლნ

8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) 46 მლნ

9. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) 42,5 მლნ

10. პეიტონ მენინგი (ამ. ფეხბურთი) 42,4 მლნ

11. ლიონელ მესი (ფეხბურთი) 39 მლნ

12. ჰალოტი ნგატა (ამ. ფეხბურთი) 37,3 მლნ

13. ლარი ფიტცჯერალდი (ამ. ფეხბურთი) 36.8 მლნ

14. ნდამუკონგ სუჰი (ამ. ფეხბურთი) 36 მლნ

15. ჩარლზ ჯონსონი (ამ. ფეხბურთი) 34.4 მლნ

16. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) 33,2 მლნ

17. მარიო უილიამსი (ამ. ფეხბურთი) 33,2 მლნ

18. ალექს როდრიგესი (ბეისბოლი) 33 მლნ

19. ფერნანდო ალონსო (ფორმულა 1) 32 მლნ

20. ვალენტინო როსი (მოტოსპორტი) 30 მლნ

21. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) 30 მლნ

22. დარელ რევისი (ამ. ფეხბურთი) 28.3 მლნ

23. დეილ ერნჰარდტი (ავტოსპორტი) 28,2 მლნ

24. ვლადიმერ კლიჩკო (კრივი) 28 მლნ

25. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) 28 მლნ

26. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი) 27,9 მლნ

27. სემ ბრედფორდი (ამ. ფეხბურთი) 27,8 მლნ

28. ტომ ბრედი (ამ. ფეხბურთი) 27.1 მლნ

29. ჯო მაუერი (ბეისბოლი) 27 მლნ

30. ილაი მენინგი (ამ. ფეხბურთი) 26.6 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა