საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გუშინ გამართულმა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომამ სოსო ლიპარტელიანი ოფიციალურად დაამტკიცა ამ პოსტზე...

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გუშინ გამართულმა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომამ სოსო ლიპარტელიანი ოფიციალურად დაამტკიცა ამ პოსტზე. ლიპარტელიანის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდულ გუნდს გიორგი გუგავა გაწვრთნის, ჭაბუკთა ნაკრებში მუშაობას კვლავაც რამაზ ჩოჩიშვილი გააგრძელებს, ეროვნულ ნაკრებში თავის დამხმარედ ახალმა მწვრთნელმა ფედერაციის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი თემურ ხუბულური დაასახელა. მათ დამტკიცებაზე აღმასკომს არ უმსჯელია, რადგან სამწვრთნელო შტაბის წარდგენა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. აქვე გეტყვით, რომ ხუბულურის დანიშვნა უცხოელი კონსულტანტის მოწვევაზე უარის თქმას არ ნიშნავს - ამ პოსტზე კვლავაც ავსტრიელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პეტერ ზაიზენბახერის კანდიდატურა განიხილება.

მთავარი მწვრთნელის დამტკიცების გარდა, გუშინდელი აღმასკომის ერთ-ერთი ძირითადი თემა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა აღმასკომს გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინა, რაც დააკმაყოფილეს. აღმსკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლომდე გაიმართოს ვადამდელი საარჩევნო ყრილობა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

აღმასკომიდან გამოსული სხდომის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მომხდარი საკადრო ცვლილებები ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაპირისპირებას ქართულ ძიუდოში და მას ძველ წარმატებებს დაუბრუნებს. თავად ლიპარტელიანმა სხდომის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: "აქცენტს ძირითადად ახალგაზრდებზე გავაკეთებ. ყველამ უნდა დავივიწყოთ წყენა - ფედერაციის ხელმძღვანელებმაც და მწვრთნელებმაც, თუ გვინდა, რომ ოლიმპიადაზე შედეგი გვქონდეს. თამაშებამდე არც ისე დიდი დროა. თან თაობათა ცვლის პერიოდია, ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ეროვნული გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსასვლელად".

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა