"რუსთავის" მთავარი მწვრთნელი განვლილ პერიოდზე საუბრობს
"არმიას", "ოლიმპისა" და "ქუთაისის" შემდეგ 2011-12 წლების სეზონში "რუსთავის" გამოსვლის შეფასების დროც დადგა.

ამ გუნდის მწვრთნელი, მიხეილ ბერუაშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავკაციცაა და ამიტომ ვესაუბრეთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თემაზე.

- შარშან ქვემოქართლელები მეათე ადგილზე გავიდნენ, ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდათ. საინტერესოა, ახალ სეზონში რა ძალის გუნდი იქნება "რუსთავი"...

- ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და, იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. მხარში გვიდგას როგორც მხარის, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობა. ვცდილობთ, სხვადასხვა ქართულ კლუბში მიმოფანტული რუსთაველები შევკრიბოთ და კლუბი გავაძლიეროთ. სადღეისოდ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, დანარჩენზე რამდენიმე კვირაში ვისაუბროთ.

- განვლილ სეზონში "რუსთავმა" არათანაბრად ითამაშა: თავიდან არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ჩემპიონატის დასკვნით მონაკვეთში კი თამაში გააუმჯობესა. რა იყო ამის მიზეზი?

- გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, რომლებსაც სეზონის ბოლოს გამოცდილება შეემატათ. ასევე, ჩემპიონატის შუაში შემოგვიერთდა ჟულივეტ ტუჯანი, რომელმაც საგრძნობლად გაგვაძლიერა.

მეათე ადგილი დავიკავეთ, რაც დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება, თუმცა განვლილი ჩემპიონატი სასარგებლო იყო ახალგაზრდა რუსთაველებისთვის, რომლებსაც მაღალი დონის მეტოქეებთან უწევდათ თამაში.

- ყველაზე მეტი პროგრესი ვინ განიცადა?

- კარგად წარმოჩინდა ლევან ხმელიძე, რომელმაც არაერთი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე. თუმცა აქცენტს დაცვასა და გუნდურ თამაშზე ვაკეთებდით. ამ მხრივ ყველამ მოინდომა და ბევრიც იშრომა.

- სეზონის ბოლოს მომავალ ჩემპიონ "არმიასთან" თანაბრად ითამაშეთ. მატჩის ბედი უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი...

- ტუჯანის დამატების შემდეგ არაერთი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. არა მხოლოდ "არმიასთან", "დინამოსთან", "ქუთაისთან", "სამედიცინოსთან" თანაბრად ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლო წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა და დავმარცხდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა